Back ბავშვთა დაცვის პრაქტიკის გაუმჯობესება ქცევითი მეცნიერების მეშვეობით

ბავშვთა დაცვის პრაქტიკის გაუმჯობესება  ქცევითი მეცნიერების მეშვეობით

„ნორმალური“ სარეცხი მანქანის რეჟიმია... თუმცა, „ნორმალურობის“ აღქმა და სოციალური ნორმები შეიძლება გამოწვევად იქცეს ბავშვთა უფლებების დაცვისთვის - სოციალური და ქცევითი ცვლილებების მიდგომები კი ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად გარკვეულ ინსტრუმენტებს გვთავაზობს.

ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულმა სამუშაო შეხვედრამ წინა ხაზზე მომუშავე პროფესიონალებს მისცა შესაძლებლობა, უკეთ გაეაზრებინათ, თუ როგორ ახდენს გავლენას სოციალური ნორმები და კოგნიტური მიკერძოებები მათ გადაწყვეტილებებზე ბავშვთა დაცვის სენსიტიურ საქმეებში. მონაწილეებს მიეცათ სივრცე, დაფიქრებულიყვნენ და კონკრეტული მაგალითების საფუძველზე ემსჯელათ, თუ როგორ შეიძლება „უხილავი“ ფაქტორები -  როგორიცაა სოციალური ნორმები და კოგნიტური მიკერძოებები, შეუმჩნევლად აისახოს მათ პროფესიულ განსჯაზე.

ეს ინიციატივა წარმოადგენს ევროპის საბჭოს ძალისხმევის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვების სექსუალური ძალადობისგან დაცვის შედეგების გაუმჯობესებას სოციალური და ქცევითი ცვლილებების მიდგომების გამოყენებით და საგანმანათლებო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკების, მოსამართლეებისა და ფსიქოლოგების მტკიცებულებებზე დაფუძნებული პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას.

აქტივობა განხორციელდა ევროპის საბჭოს პროექტის „ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024–2027 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

თბილისი, საქართველო 15 ივნისი, 2026 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge