ადამიანის უფლებათა კომისარი

ადამიანის უფლებათა დამცველები

ადამიანის უფლებათა დამცველებისა და მათი საქმიანობის მფარველობა და ხელშეწყობა ევროპის მასშტაბით

ადამიანის უფლებათა დამცველები არიან იმ წამყვან ძალებს შორის, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანის უფლებათა ეფექტიან დაცვას და ამ უფლებებით სრულფასოვნად სარგებლობას ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში. მათი მფარველობა და მათთვის სასარგებლო გარემოს შექმნა ადამიანის უფლებათა კომისრის მანდატის განმსაზღვრელი ნაწილია.

კომისრის როლი განამტკიცა მინისტრთა კომიტეტის დეკლარაციამ, რომელიც შეეხება ევროპის საბჭოს ქმედებას ადამიანის უფლებათა დამცველების დაცვის გაუმჯობესებისა და მათი საქმიანობის ხელშეწყობისთვის. მისმა მიღებამ 2008 წლის თებერვალში დაადასტურა, რომ ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები იღებენ მტკიცე ვალდებულებას, ეფექტიანი მფარველობა გაუწიონ ადამიანის უფლებათა დამცველებსა და მათ საქმიანობას, განსაკუთრებით მომეტებული საფრთხის პირობებში. გარდა ამისა, ის მოუწოდებს ევროპის საბჭოს ორგანოებსა და ინსტიტუტებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრონ ადამიანის უფლებათა დამცველებთან და მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ასევე, დეკლარაცია მოუწოდებს ადამიანის უფლებათა კომისარს, განამტკიცოს მისი და მისი სამსახურის როლი და შესაძლებლობები, რათა უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დამცველების სანდო და ეფექტიანი დაცვა შემდეგი საშუალებებით:

  • განაგრძოს რეაგირება ადამიანის უფლებათა დამცველებისგან და სხვა სათანადო წყაროებიდან, მათ შორის სახალხო დამცველებისა თუ ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტებისგან მომდინარე ინფორმაციის საფუძველზე;
  • განაგრძოს შეხვედრები დამცველთა ფართო წარმომადგენლობასთან სხვადასხვა ქვეყანაში მის მიერ განხორციელებული ვიზიტებისას და გამოაქვეყნოს საჯარო მოხსენებები ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობის შესახებ;
  • მიმართოს შესაბამის ორგანოებს იმგვარად, როგორც ამას თავად კომისარი ჩათვლის საჭიროდ, რათა დაეხმაროს მათ გამოსავლის მოძიებაში, თანახმად მათი ვალდებულებებისა, იმ პრობლემებიდან, რომელთაც შეიძლება წააწყდნენ ადამიანის უფლებათა დამცველები, განსაკუთრებით გადაუდებელ სიტუაციებში, როდესაც საჭიროა სასწრაფო რეაგირება;
  • მჭიდროდ ითანამშრომლოს სხვა სამთავრობათშორისო ორგანიზაციებთან და ინსტიტუტებთან, განსაკუთრებით ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ე.წ. ფოკუსის წერტილთან, რომელიც დგას ადამიანის უფლებათა დამცველების სადარაჯოზე, ევროკავშირთან, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ადამიანის უფლებათა დამცველების საკითხში და სხვა მოქმედ მექანიზმებთან.

მინისტრთა კომიტეტის დეკლარაცია არის ადამიანის უფლებათა დამცველების საკითხზე მომუშავე სპეციალისტთა ჯგუფის მუშაობისა და 2006 წლის ნოემბერში სტრასბურგში გამართული კოლოქვიუმის შედეგი, რომლის თემა გახლდათ “ევროპის ადამიანის უფლებათა დამცველების დაცვა და ხელშეწყობა”.


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.