მინისტრთა კომიტეტი

მინისტრთა კომიტეტი არის ევროპის საბჭოში გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, რომელიც შედგება წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან, ან სტრასბურგში მყოფი მათი მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლისგან. კომიტეტი წარმოადგენს ორივეს:სამთავრობო ორგანოს (სადაც თანასწორუფლებიანად განიხილება ევროპული საზოგადოებრიობის წინაშე მდგარი პრობლემებისადმი წევრ ქვეყანათა ინდივიდუალული დამოკიდებულება) და ერთობლივ ფორუმს (სადაც ხდება ამგვარ პრობლემებთან მიმართებაში საერთო-ევროპული მიდგომის ფორმულირება). საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის ბაზაზე, მინისტრთა კომიტეტი წარმოადგენს საბჭოს ძირეული მიზნების გამტარებელს და წევრი ქვეყნების მიერ აღებულ ვალდებულებაღა შესრულებაზე ზედამხედველ ორგანოს.
 

 


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.