კონგრესი

კონგრესის ერთობლივი პროექტი ადგილობრივი ხელისუფლების ეროვნული ასოციაციის შესაქმნელად აზერბაიჯანში

2006-2007 წლებში, კონგრესმა და ნორვეგიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციამ, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, განაგრძეს მათ მიერ 2005 წელს წამოწყებული ერთობლივი საქმიანობა, რომელიც ითვალისწინებდა ადგილობრივი ხელისუფლების ეროვნული ასოციაციის შექმნას აზერბაიჯანში.

აღნიშნული პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო 2006 წლის ბოლოს აზერბაიჯანის მუნიციპალიტეტების სამი ასოციაციის დაარსება - ქალაქების, დასახლებების და სოფლების ასოციაციები.

პროექტის ფარგლებში, კონგრესისა და ნორვეგიის ასოციაციის მიერ მოეწყო დებატები და გამოცდილების ურთიერთგაცვლა აზერბაიჯანის წარმომადგენლებსა და მთელი ევროპის ასოციაციათა წარმომადგენლებს შორის. სახელდობრ, ყოველივე ეს შედგა სამუშაო ჯგუფების და 2006 წლის ივნისში გამართული მრგვალი მაგიდის ფორმატში. რომელშიც მონაწილეობა მიიღო კონგრესის პრეზიდენტმა ჰალვდან სკარდმა. სასწავლო ვიზიტებმა ნორვეგიასა და ლატვიაში საშუალება მისცა აზერბაიჯანელ წარმომადგენლებს, ორივე სახელმწიფოში ადგილზე გაცნობოდნენ, თუ როგორ ფუნქციონირებს მუნიციპალიტეტები და ადგილობრივი თუ რეგიონული ხელისუფლების ასოციაციები.

კონგრესის ექსპერტებმა წარმოადგინეს შენიშვნები ამ ასოციაციების წესდებათა პროექტებისთვის და წაახალისეს ისინი, რათა განეხორციელებინათ ყველა რეკომენდაცია, განსაკუთრებით, დაკავშირებული საკოორდინაციო საბჭოს შექმნასთან.

აზერბაიჯანის ასოციაციებთან თანამშრომლობასა და აზერბაიჯანში ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებაზე დასაკვირვებლად, კონგრესი მხარს უჭერს აღნიშნული სამი ასოციაციის მონაწილეობას ადგილობრივი დემოკრატიის 1-ლ ევროპულ კვირეულში. გარდა ამისა, აზერბაიჯანელი ჟურნალისტები მიწვეულ იქნენ მე-14 პლენარულ სესიაზე დასასწრებად, რათა შეეტყოთ უფრო მეტი კონგრესის საქმიანობის შესახებ, განსაკუთრებით აზერბაიჯანში.


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.