საქართველო და ევროპის საბჭო
თანამშრომლიბის პრინციპები
   

მიერთების თარიღი

1999 წლის 27 აპრილს საქართველო გახდა ევროპის საბჭოს 41-ე სრულუფლებიანი წევრი.

მინისტრთა კომიტეტი

  • მინისტრთა კომიტეტში საქართველოს წარმოადგენს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე.
  • 2011 წლის იანვრიდან ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელია ელჩი მამუკა ჟღენტი.

საპარლამენტო ასამბლეა

საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაცია მოიცავს 5 წარმომადგენელსა და მათ 5 შემცვლელს.

  • პეტრე ცისკარიშვილი (ევროპის სახალხო პარტია, EPP/CD) - დელეგაციის ხელმძღვანელი.
  • გიორგი გაბაშვილი (ევროპის სახალხო პარტია, EPP/CD) - საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკურ და განვითარების საკითხთა კომიტეტი.

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესში საქართველოს დელეგაცია წარმოდგენილია 5 წარმომადგენლითა და მათი 5 შემცვლელით.

  • დელეგაციის ხელმძღვანელია მამუკა აბულაძე (პარტიულ ბლოკს გარეშე) - რუსთავი.

ბიუჯეტი

ევროპის საბჭოს 2011 წლის მიმდინარე ბიუჯეტი შეადგენს 211 449 200 ევროს. აქედან, საქართველოს შენატანი არის 280 382 ევრო (საერთო ბიუჯეტის 0.13260 %).

ადამიანის უფლებათა დაცვა

საქართველოს მიერ დღეისათვის ხელმოწერილი და რატიფიცირებული კონვენციები.

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

კატერინა ბოლონიეზე
ოფისის ხელმძღვანელი

ძმები კაკაბაძეების ქ. 26,
თბილისი, 0108
ტელ: 291 38 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 291 38 74
e-mail: caterina.bolognese@coe.int

 

 

1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.