წილობრივი შეთანხმება

სოციალური ინტეგრაციის განვითარების სტრატეგია

სოციალური ინტეგრაციის განვითარების განყოფილება შეიქმნა 1998 წელს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ, რათა წევრ სახელმწიფოებთან მჭიდრო თანამშრომლობით ეწარმოებინა კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური ანალიზი. ზოგად მიზანს წარმოადგენს სოციალური ინტეგრაციის სტრატეგიის განხორციელების მხარდაჭერა, საზოგადოების ტრანსფორმირების და სოციალურ ინტეგრაციაზე მისი ზეგავლენის ანალიზი და ახალი გზების ძიება წევრ სახელმწიფოებში სოციალური გარიყვის წინააღმდეგ საბრძოლველად.

სოციალური ინტეგრაციის სტრატეგია თავდაპირველად 2000 წელს შემუშავდა, ხოლო შესწორებული ვერსია მოწონებულ იქნა 2004 წელს მინისტრთა კომიტეტის მიერ. სოციალური ინტეგრაციის ევროპული კომიტეტი (CDCS) სამთავრობათშორისო ორგანოა, რომელსაც ევალება სოციალური ინტეგრაციის სტრატეგიის განხორციელება და დახვეწა. მას ასევე მოეთხოვება სოციალური ინტეგრაციის შესახებ უმაღლესი დონის სპეციალური ჯგუფის დასკვნებისა და რეკომენდაციების გაძღოლა, რომელიც შეიქმნა 2005 წელს ვარშავის სამიტის მიერ მოწონებული სამოქმედო გეგმის თანახმად (მე-3 თავი – უფრო ჰუმანური და გახსნილი ევროპის მშენებლობა). ის იკრიბება წელიწადში ორჯერ შემდეგი მიზნით:

  • სოციალური ინტეგრაციის სფეროში სამომავლო საქმიანობის ძირითარი მიმართულებების განსაზღვრა;
  • მისი პასუხისმგებლობის ქვეშ შესრულებულ ღონისძიებათა შედეგების მოწონება;
  • აზრთა ურთიერთგაცვლის გამართვა ამ სფეროში აქტუალურ საკითხებზე.

სოციალური ინტეგრაციის ევროპული კომიტეტი (CDCS) აერთიანებს მაღალი რანგის საჯარო მოსამსახურეებს, რომელთაც გააჩნიათ პოლიტიკის განსაზღვრის უფლებამოსილება და ევროპის საბჭოს სხვა ორგანოთა წარმომადგენლებს, რომელთაც სურთ სოციალური პოლიტიკის საკითხებზე ინტეგრირებული მიდგომის შემუშავება. კომიტეტის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ ასევე სოციალური პარტნიორებისა და მონაწილის სტატუსის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები.

საქმიანობა

ევროპული დიალოგის პლატფორმა სიღარიბისა და სოციალური გარიყვის დაძლევის ეთიკური და სოლიდარული ინიციატივების შესახებ

პლატფორმა ღონისძიებათა ერთობლიობაა, რომელიც მუშავდება და ხორციელდება დიალოგის იდეის გარშემო და კოორდინირებულია სახელმძღვანელო ჯგუფის მიერ, რომელსაც ზურგს უმაგრებს სოციალური ინტეგრაციის განვითარების განყოფილება.

ამ ღონისძიებათაგან ზოგიერთი ხორციელდება თვით პლატფორმის ფარგლებში, სხვები კი ამ უკანასკნელის პარტნიორთა მიერ და მასთან პირდაპირი თანამშრომლობით. არსებობს განსხვავება:

  • ევროპის საბჭოს ორგანოების (საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტები და ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესი) მიერ წარმართულ ღონისძიებებსა და;
  • იმ ღონისძიებებს შორის, რომელთაც ატარებს ეთიკური და სოლიდარული ინიციატივების საერთო-ევროპული ქსელი (IRIS).

პლატფორმისთვის დამახასიათებელი ღონისძიებები მოიცავს:

  • სახელმძღვანელო ჯგუფის ფუნქციონირებას;
  • საკონსულტაციო ჯგუფებს სპეციალურ თემებზე;
  • ამ თემებისთვის წარმოებულ კვლევებს, რომელთა შედეგები სისტემატიზებულ იქნება სადამკვირვებლო ფუნქციის მიერ;
  • შეხვედრებსა და სემინარებს ახალი მიდგომების გასაშუქებლად;
  • სპეციალურ საერთო მოქმედებათა გაძღოლას.

ცნობიერების ასამაღლებელი სემინარები

ვალონიის რეგიონის მხარდაჭერით 2003 წლის 4 და 5 დეკემბერს ნამურში ჩატარებული სემინარის შემდგომ, რომელიც გახლდათ საწყისი ექსპერიმენტი ხელისუფლებებსა და სოციალური პასუხისმგებლობის ეკონომიკურ ინიციატივებს შორის დიალოგში, 2004 წლის 4 და 5 ნოემბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დარბაზში ჩატარებულმა ფორუმმა შექმნა შესაძლებლობა განსაკუთრებით ნაყოფიერი დებატებისთვის - 400-ზე მეტი ადამიანი 39 ქვეყნიდან, მათ შორის 26 მთავრობისა და სხვადასხვა ქსელის წარმომადგენელი ესწრებოდა დებატებს ეკონომიკაში სოციალურად პასუხისმგებლიანი მონაწილეობის შესახებ ევროპის მასშტაბით. ღონისძიებაზე წარმოიშვა შესაძლებლობა დისკუსიის წარმართვისთვის ამჟამად არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის დიალოგს და იდეებსა და წინადადებებს, რათა საჯარო პოლიტიკა დაუკავშირდეს სოციალურად პასუხისმგებლიან ქმედებას. წარმოდგენილი და განხილული საკითხები მოიცავდა ახალ კონცეფციებსა და არაერთ გამოცდილებას ხელისუფლებებსა და სოციალურად პასუხისმგებლიან ინიციატივებს შორის დიალოგის სფეროში, ისევე როგორც უფრო გადადუდებელ პროექტებს, როგორიცაა პლატფორმის დაფუძნება.

ფორუმის შემდგომ შედგება სხვა სემინარები, განსაკუთრებით იტალიის ტრენტოს ავტონომიური პროვინციის მხარდაჭერით. ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოში ამ კონცეფციების გავრცელების მიზნით, იმ ქვეყნების წარმომადგენლები, სადაც აღნიშნული სიახლეს წარმოადგენს, ჩაერთვებიან ამ შეხვედრებსა და სემინარებში, რათა ეტაპობრივად გაითავისონ ისინი.

სოციალური ინტეგრაციის ინდიკატორები

როგორც ამას ითვალისწინებდა სოციალური ინტეგრაციის შესწორებული სტრატეგია, ევროპის საბჭოს მიერ წარმოებულმა მეთოდოლოგიურმა სამუშაომ შედეგად მოიტანა სოციალური ინტეგრაციის ინდიკატორების შემუშავება, რომელთა პრაქტიკაში დანერგვა შესაძლებელია ნებაყოფლობით საფუძველზე, იმისათვის რათა ევროპის საბჭოსა და მის წევრ სახელმწიფოებს მიეცეთ პრაქტიკული საშუალებები სოციალური ინტეგრაციის წინსვლის შესაფასებლად.

ეს ინდიკატორები თავდაპირველად შეგროვდა სოციალური ინტეგრაციის ინდიკატორების შეთანხმებული განვითარების მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოში, იმისათვის რათა შეფასებულიყო საერთო პასუხისმგებლობის მხრივ გაწეული სამუშაო ადგილობრივ, რეგიონულ, ეროვნულ და ევროპულ დონეზე. ეს სახელმძღვანელო განსაზღვრავს სოციალური ინტეგრაციის სტრატეგიულ კონცეფციებსა და მიდგომებს და იძლევა შეკითხვებისა და ინდიკატორების შემუშავების რეალურ მეთოდს, რაც აადვილებს სამოქმედო გეგმის დასახვას. მასში ჩართული კომპაქტური დისკი მოიცავს შეკითხვებისა და ინდიკატორების სხვადასხვა პაკეტს, გამიზნულს სოციალური ინტეგრაციის შეფასების ყოველი დონისა და ყოველი პოლიტიკური მიდგომისათვის, რომლებსაც აკავშირებს სამი სახის დამატებით ინფორმაციასთან.

მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო ამჟამად ხორციელდება საფრანგეთის ქალაქ მულუზაში (ალზასის რეგიონი), რომელიც ამ პროცესს უძღვება ადგილობრივ დონეზე. ცხოვრებაში დანერგვის ამგვარმა ინოვაციურმა ფორმამ მოგვცა საშუალება, არა მხოლოდ გამოგვეცადა მიდგომა და დავრწმუნებულიყავით მის შესაძლებლობებში, არამედ ასევე განგვესაზღვრა კონსულტაციისა და ერთობლივი ინდიკატორების შემუშავების მეთოდები.

ამ საქმიანობამ სათავე დაუდო კონსულტაციებს სხვადასხვა მონაწილეს შორის – საჯარო ხელისუფლება, არასამთავრობო ორგანიზაციები, მოქალაქეები, ინდივიდები და ოჯახები, რომლებიც შეიქნენ გარიყვისა და სიღარიბის მსხვერპლნი და გამოკვეთა კეთილდღეობის კრიტერიუმების საერთო ხედვა, რომელთაც, ჩვეულებრივ, გვერდს უვლიან ტრადიციული მიდგომებით სარგებლობისას.

შესაბამისად, შემდგომი ფაზა მდგომარეობს გაანალიზებაში იმისა, თუ რამდენად შეუძლიათ ადგილობრივ მონაწილეებს, ერთობლივად უპასუხონ ამ მოთხოვნას. ამდენად, ქალაქი მულუზა ბუნებრივად გადადის სოციალური ინტეგრაციის ადგილობრივი პასუხისმგებლობის კონცეფციაზე, რაც გულისხმობს ტერიტორიას, სადაც ყველა მონაწილე, და არა მხოლოდ თავად მოქალაქეები, თანამშრომლობს და იღებს ვალდებულებას, გაამართლოს კეთილდღეობასთან და სოციალურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული მოლოდინები.

წლიური ფორუმები

სოციალური ინტეგრაციის კვლევებისა და განვითარების განყოფილებამ გასულ წლებში მოაწყო ფორუმები სოციალური ინტეგრაციის მნიშვნელობის გარშემო. ამ ღონისძიებებმა ითამაშა ტრიბუნის როლი საერთო-ევროპული დებატებისათვის სხვადასხვა საჯარო თუ კერძო მონაწილეს შორის და ხელი შეუწყო საერთო ქმედებებისაკენ წინსვლასა და გრძელვადიანი დიალოგის გაღრმავებას აღნიშნულ საკითხზე.

სოციალური ინტეგრაციის განვითარების სტრატეგიის ვებგვერდი:

http://www.coe.int/t/dg3/socialpolicies/SocialCohesionDev/default_en.html


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.