1993 წლის 4 მარტს საქართველოს პარლამენტმა მოითხოვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სპეციალური სტუმრის სტატუსი, რომელიც მიენიჭა 1996 წლის 28 მაისს.
1996-1999 წლებში საქართველო დამკვირვებლის სტატუსით იღებს მონაწილეობას საორგანიზაციო კომიტეტების შემადგენლობაში ევროპის საბჭოს თანამშრომლობისა და დახმარების სამთავრობათშორისო პროგრამებში. თანამშრომლობა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა:სამართალი, დამნაშავეობის პრობლემები, ადამიანის უფლებები, მასმედია; აგრეთვე, ღებულობს მონაწილეობას განათლების კომიტეტისა და უმაღლესი განათლების და კვლევითი ინსტიტუტების კომიტეტის მუშაობაში.
1996 წლის 14 ივლისს საქართველო ითხოვს ევროპის საბჭოში გაწევრიანებას.


Print
Send 