ევროპის საბჭოს საგარეო ურთიერთობანი

ევროპის საბჭოს ურთიერთობები ევროკავშირთან

ევროპის საბჭოსა და ევროკავშირს თანამშრომლობის მრავალწლიანი ტრადიცია გააჩნიათ, რომელიც ეფუძნება მათ საერთო ღირებულებებს: ადამიანის უფლებებს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. თითოეული მათგანი ჰპოვებს სარგებელს მეორის შესაბამისი ძლიერებით და შედარებითი უპირატესობებით, კომპეტენციებითა და ექსპერტიზის უნარით, იმავდროულად კი თავიდან იცილებს უსარგებლო დუბლირებას.

15 წელიწადზე მეტია, ევროპის საბჭო და ევროკავშირი ახორციელებენ მრავალ ერთობლივ პროგრამას ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის ხელშესაწყობად და განათლების, ახალგაზრდობისა და სოციალური საკითხების ირგვლივ, ევროპაში გამყოფი ხაზების გარეშე.

2005 წელს, ვარშავის სამიტზე ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრს ჟან კლოდ იუნკერს, მისი პირადი უფლებამოსილების ფარგლებში, ეთხოვა ევროპის საბჭოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობათა შესახებ ანგარიშის მომზადება, რათა დაწყებულიყო პოლიტიკური დებატები იმის შესახებ, თუ რაგვარად შეიძლებოდა უკეთ თანამშრომლობა დემოკრატიული და უსაფრთხო ევროპის საშენებლად. ამ ანგარიშის წარმოდგენის შემდგომ, 2006 წლის აპრილში, სახელწოდებით - “ევროპული კონტინენტის ერთადერთი ამბიცია“, 2007 წლის მაისში გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი ორ ორგანიზაციას შორის.

ეს მემორანდუმი წარმოადგენს ახალ ჩარჩოს აღნიშნული თანამშრომლობისათვის. ის ადასტურებს ევროპის საბჭოს, როგორც ორიენტირის როლს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისათვის ევროპაში, შეეხება ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სფეროში ორი ორგანიზაციის სამართლებრივ ნორმებს შორის შესაბამისობის საჭიროებას და მოუწოდებს მათ მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო მუშაობისკენ.

დოკუმენტები

სასარგებლო ბმულები


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.