სახელშეკრულებო ოფისი

წილობრივ შეთანხმებათა შესახებ

ევროპის საბჭოს კონვენციები უნდა განვასხვაოთ წილობრივი შეთანხმებებისგან, რომლებიც არა საერთაშორისო ხელშეკრულებები, არამედ თანამშრომლობის განსაკუთრებული ფორმაა მხოლოდ, რომელიც განისაზღვრება ორგანიზაციის ფარგლებში. წილობრივი შეთანხმებები საშუალებას აძლევს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, თავი შეიკავონ გარკვეულ საქმიანობაში მონაწილეობისგან, რომელსაც სხვა წევრი სახელმწიფოები უჭერენ მხარს. წესდების თვალთახედვით, წილობრივი შეთანხმება ორგანიზაციის საქმიანობად მოიაზრება, ისევე როგორც სხვა პროგრამული საქმიანობები, იმ სხვაობით, რომ წილობრივ შეთანხმებას გააჩნია საკუთარი ბიუჯეტი და სამუშაო მეთოდები, რომელთაც განსაზღვრავენ მხოლოდ ამ შეთანხმების წევრები.

მინისტრთა კომიტეტის მიერ 1951 წლის 2 აგვისტოს მის მე-9 სხდომაზე მიღებული რეზოლუციისა და წილობრივი და გაფართოებული შეთანხმებების შესახებ 93(28) საწესდებო რეზოლუციის თანახმად, წილობრივი შეთანხმების დასაფუძნებლად საჭიროა ორი წინაპირობის დაკმაყოფილება:

  • მინისტრთა კომიტეტის ნებართვა წილობრივი შეთანხმების დაარსების შესახებ; და
  • რეზოლუცია წილობრივი შეთანხმების დაარსების შესახებ, რომელიც მოიცავს შეთანხმების წესდებას და მიღებულია მხოლოდ იმ სახელმწიფოთა მიერ, რომელთაც განზრახული აქვთ მის ფარგლებში თანამშრომლობა.

სახელშეკრულებო ოფისის ვებგვერდი:

http://conventions.coe.int/


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.