წილობრივი შეთანხმება

ბიოეთიკა ევროპის საბჭოში

ბიოლოგიისა და მედიცინის სფეროთა მიღწევები იყო და კვლავაც რჩება ადამიანის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელოვან წყაროდ. თუმცა, ეს ცვლილებები ასევე ბადებს შეკითხვებს, რომლებიც უკავშირდება ადამიანური ღირსებისა და ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას.

სამართლებრივი ინსტრუმენტები

ოვიედოს კონვენცია აღნიშნულ კონტექსტში, უკვე შემუშავდა საბაზისო სამართლებრივი ინსტრუმენტების წყება, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო დონეზე სახელმძღვანელო წყაროს ბიოეთიკის სფეროში. კონვენცია ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ (ოვიედოს კონვენცია), ამ სფეროში პირველი სავალდებულო საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი, წარმოადგენს ჩარჩოს ადამიანის უფლებებისა და ადამიანური ღირსების დაცვისათვის და აყალიბებს ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებიც მიესადაგება ზოგად მედიცინას, ისევე როგორც ბიოლოგიისა და მედიცინის სფეროებში დანერგილ ახალ ტექნოლოგიებს. კონვენციის დამატებითი ოქმები უფრო დეტალურად გადმოსცემს ამ პრინციპებს სპეციალურ სფეროებთან მიმართებაში, როგორიცაა კლონირება, ორგანოებისა და ადამიანური წარმოშობის ქსოვილების გადანერგვა, ბიოსამედიცინო კვლევები და გენეტიკური ტესტირება სამედიცინო მიზნებით.

ამჟამინდელი სამუშაო

გათვლა და გენეტიკური ტესტირება ბიოეთიკის მუდმივმოქმედი კომიტეტი (CDBI) საქმიანობის აქცენტს ამჟამად სვამს გათვლასა და გენეტიკურ ტესტირებაზე დაზღვევის სფეროში, იმისათვის რათა შემუშავდეს ახალი სამართლებრივი ინსტრუმენტი.

სახელმძღვანელოს პროექტი კვლევების ეთიკის კომიტეტის წევრთათვის გარდა ამისა, ბიოსამედიცინო კვლევების სფეროში, სპეციალისტთა ჯგუფი ამზადებს სახელმძღვანელოს, რომელიც გამიზნულია კვლევების ეთიკის კომიტეტების წევრთათვის. ის მიზნად ისახავს პრაქტიკულ განმარტებას პრინციპებისა, რომლებიც ჩადებულია შესაბამის ევროპულ სამართლებრივ ინსტრუმენტებში და შემოგვთავაზებს მათი განხორციელების მეთოდებს.

ბიოსამედიცინო კვლევების ეთიკა ამჟამად ევროპის საბჭო მუშაობს ესპანეთის ხელისუფლებასთან, რათა მოიწვიოს მინისტრთა კონფერენცია ბიოსამედიცინო კვლევების ეთიკის შესახებ იმ სახელმწიფოებში, რომელთაც გააჩნიათ განვითარებადი ეკონომიკა.

ბიოეთიკის მუდმივმოქმედი კომიტეტი (CDBI) შექმნილი მინისტრთა კომიტეტის უშუალო დაქვემდებარების ქვეშ, ექსპერტთა ad hoc კომიტეტი ბიოეთიკის სფეროსათვის (CAHBI), რომელიც 1992 წელს გარდაიქმნა ბიოეთიკის მუდმივმოქმედ კომიტეტად (CDBI), 1985 წლიდან პასუხისმგებელია ევროპის საბჭოს მიერ წარმოებულ სამთავრობათშორისო საქმიანობაზე ბიოეთიკის სფეროში. კომიტეტი აერთიანებს:

  • ევროპის საბჭოს 47 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლებს
  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, რომელიც დგას ორგანიზაციის მრავალი დიდი ინიციატივის უკან
  • ბიოეთიკის სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს, განსაკუთრებით ევროკავშირს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას (OECD), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა (WHO) და გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას (UNESCO).
  • არაწევრ სახელმწიფოებს, როგორიცაა ავსტრალია, ისრაელი, კანადა, მექსიკა და აშშ.

ბიოეთიკის მუდმივმოქმედი კომიტეტის (CDBI), ისევე როგორც მისი წინამორბედის საქმიანობამ შედეგად მოიტანა მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციების მიღება (იხ. დანართი 1) და ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ კონვენციის მომზადება, რომელიც გახლავთ ამ სფეროში პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება (მიღებული მინისტრთა კომიტეტის მიერ 1996 წლის 19 ნოემბერს; ძალაში შესული 1999 წლის 1 დეკემბერს), ისევე როგორც:

  • დამატებითი ოქმი ადამიანების კლონირების აკრძალვის შესახებ (მიღებული მინისტრთა კომიტეტის მიერ 1997 წლის 6 ნოემბერს, ძალაში შესული 2001 წლის 1 მარტს);
  • დამატებითი ოქმი ადამიანური წარმოშობის ორგანოებისა და ქსოვილების გადანერგვის შესახებ (მიღებული მინისტრთა კომიტეტის მიერ 2001 წლის 8 ნოემბერს, ძალაში შესული 2006 წლის 1 მაისს);
  • დამატებითი ოქმი ბიოეთიკის შესახებ (მიღებული მინისტრთა კომიტეტის მიერ 2004 წლის 30 ივნისს, ძალაში შესული 2007 წლის 1 სექტემბერს); და
  • ოქმი სამედიცინო მიზნებით გენეტიკური ტესტირების შესახებ (მიღებული მინისტრთა კომიტეტის მიერ 2008 წლის 7 მაისს, ხელმოსაწერად გახსნილი 2008 წლის 27 ნოემბერს).

დამატებითი ოქმები:

ბიოეთიკის ვებგვერდი:

http://www.coe.int/t/dg3/healthbioethic/default_en.html


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.