ადამიანის უფლებათა კომისარი

სახელმწიფოთა მეთვალყურეობა

კომისარი, მისთვის მინიჭებული მანდატის შესაბამისად, რეგულარულად სტუმრობს სხვადასხვა ქვეყანას, რათა ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების დამკვიდრებას ევროპის საბჭოს ყველა წევრ სახელმწიფოში.


ვიზიტები მიზნად ისახავს პირდაპირ დიალოგს მთავრობებთან და ერთი ან რამდენიმე კონკრეტული საკითხის შესწავლას. ვიზიტის შემდგომ შესაძლოა გამოქვეყნდეს მოხსენება, რომელიც მოიცავს დასკვნებსა და სათანადო რეკომენდაციებს გამოვლენილ ნაკლოვანებათა გამოსასწორებლად.

2008 წელს საკმაო ოდენობის შემფასებელი ვიზიტი განხორციელდა. ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის სრულფასოვანი შეფასების მიზნით, დღეისათვის მონახულებულია თითოეული 47 წევრ სახელმწიფოთაგან.

ამჟამად კომისარი ახორციელებს უფრო მეტად მიზნობრივ სახელმწიფო ვიზიტებს, რასაც მოსდევს შედარებით მოკლე მოხსენებათა შემუშავება, რომელთა ყურადღება მიპყრობილია კონკრეტული თემებისადმი და ქვეყნდება ვიზიტის დასრულებიდან მცირე ხნის შემდგომ. მათგან ზოგიერთი შესაძლოა შეეხებოდეს კრიზისულ სიტუაციებს და ადამიანის უფლებებს კონფლიქტურ ზონებში. კომისარი ძალისხმევას მიმართავს, ასევე, მისი სამსახურის უნარიანობის ზრდაზე, რათა მას შეეძლოს დროული რეაგირების მოხდენა იმგვარ მოვლენებზე, რომელთაც შეუძლიათ ავნონ ადამიანის უფლებათა დაცულობას წევრ სახელმწიფოებში.


თომას ჰამარბერგი შემფასებელი ვიზიტით გერმანიაში.

მიმოწერა წევრ სახელმწიფოებთან

კომისარმა გამოაქვეყნა ზოგიერთი იმ მიმოწერათაგან, რომლებიც მომზადდა ოფიციალური ვიზიტების შემდგომ მთავრობებისა თუ მინისტრების საყურადღებოდ.

საბერძნეთი

  • 19/12/07: კომისრის წერილი საბერძნეთის მთავრობისადმი 2007 წლის 7 დეკემბერს განხორციელებული ვიზიტის შემდგომ
  • 01/12/06: კომისრის წერილი საბერძნეთის მთავრობისადმი 2006 წლის 26 სექტემბერს განხორციელებული ვიზიტის შემდგომ

სლოვენია

  • 22/11/06: კომისრის წერილი სლოვენიის პრემიერ-მინისტრისადმი 2006 წლის 15-16 ნოემბერს განხორციელებული ვიზიტის შემდგომ

თურქეთი

  • 18/12/06: კომისრის წერილი თურქეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილისა და საგარეო საქმეთა მინისტრისადმი 2006 წლის 1-4 ნოემბერს განხორციელებული ვიზიტის შემდგომ.

1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.