ევროპული პრიზები

ნარკომანიის აღკვეთის ევროპული პრიზი

2004 წელს დაწესებული ნარკომანიის აღკვეთის ევროპული პრიზი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გადაეცემა ნარკომანიის აღკვეთისთვის შექმნილ სამ პროექტს, რომლებშიც ახალგაზრდები სრულფასოვნად არიან წარმოჩენილნი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების, გადაწყვეტილებების მიღების, პროექტების მართვისა და/ან გათვლის მხრივ.

პომპიდუს ჯგუფი ამ პრიზით აჯილდოებს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, რათა გამოავლინოს ნარკომანიის აღკვეთაში ჩართული ხარისხიანი პროექტები, რომელთაც პრაქტიკით დაადასტურეს თავიანთი წარმატებულობა ახალგაზრდების მონაწილეობის თვალსაზრისით. ზოგადად, მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ნარკომანიის აღკვეთის სამუშაოს, რომელიც ჩართავს ახალგაზრდებს.

პროექტებს აფასებს შვიდი ახალგაზრდით წარმოდგენილი ჟიური, რომელთაც კონსულტაციას უწევენ ექსპერტები ნარკომანიის სფეროში. თითოეულ გამარჯვებულს გადაეცემა თასი, დიპლომი და ფულადი პრემია 5000 ევროს ოდენობით.

ნარკომანიის აღკვეთის ევროპული პრიზის შემდეგი გათამაშება გაიმართება 2010 წელს. მანამდე კი, პომპიდუს ჯგუფმა დაასახელა ჟიურის ახალი შემადგენლობა, რომელმაც განსაზღვრა პროექტების წარდგენისა და შერჩევის წესები.

პომპიდუს ჯგუფის ვებგვერდი:

http://www.coe.int/t/dg3/pompidou/Initiatives/PreventionPrize/default_en.html


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.