საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენცია

ევროპის საბჭო და არასამთავრობო ორგანიზაციები: დემოკრატიისა და აქტიური მოქალაქეობის ხელშემწყობნი ევროპაში

ევროპის საბჭოს საქმიანობა ფართო სარგებელს ჰპოვებს საზოგადოების იმგვარ დინამიურ ელემენტებთან კონტაქტებითა და თანამშრომლობით, როგორსაც არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენენ. ორგანიზაციის წინაშე ამჟამად არსებულ ამოცანებს შორისაა მათი და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მონაწილეობითი დემოკრატიის განვითარება საერთოევროპულ საფუძველზე.

ევროპის საბჭოს ურთიერთობები არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონცენტრირებულია შემდეგზე:

I. ურთიერთობები საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან (INGOs): ეს ურთიერთობები შესაძლოა დავინახოთ როგორც ევროპის საბჭოს წესდებით გათვალისწინებული ურთიერთობები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რაც ხორციელდება მონაწილის სტატუსის მქონე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა მეშვეობით, რომელთაც ერთობლიობაში უწოდებენ ევროპის საბჭოს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენციას. ამ სტატუსის დახმარებით, დღეისათვის არასამთავრობოთა კონფერენცია აქტიურად უწყობს ხელს ევროპის საბჭოში გადაწყვეტილების მიღების პროცესს და მისი პროგრამების განხორციელებას, რითაც უზრუნველყოფს მათ შესაბამისობას ევროპელი მოქალაქეების მოლოდინებთან.

დამატებითი ინფორმაციისათვის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან წესდებით გათვალისწინებული ურთიერთობების შესახებ იხ. ვებ გვერდები “საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენცია” და “მონაწილის სტატუსი”

II. საზოგადოებრივი ინიციატივები და პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან სათანამშრომლო პროგრამები: სამოქალაქო საზოგადოებრივი ინიციატივებისა და სათანამშრომლო პროგრამების მიზანია სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება პლურალისტურ დემოკრატიაში, განსაკუთრებით კი ურთიერთობათა გაუმჯობესება არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საჯარო ხელისუფლებას შორის.

დამატებითი ინფორმაციისათვის პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან სათანამშრომლო პროგრამების შესახებ იხ. ვებ გვერდი “სამოქალაქო საზოგადოებრივი ინიციატივები”.


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.