რეგლამენტი
საწესდებო რეზოლუციისა და მინისტრთა კომიტეტის მიერ 2007 წლის 2 მაისს კონგრესის ახალი ქარტიის მიღების შემდგომ, ამ უკანასკნელმა თავისი ახალი რეგლამენტი დააამტკიცა 2008 წლის მაისში, მისი მე-15 პლენარული სესიის მსვლელობისას. ახალი ქარტიის თანახმად, კონგრესისა და მისი ორი პალატის წინარე რეგლამენტი ჰარმონიზებულ იქნა ერთიან წესდებაში.
ეს ახალი დოკუმენტი ასახავს კონგრესის გაზრდილ პოლიტიკურ როლს ევროპაში, რომელშიც ადგილობრივი დემოკრატია წარმოადგენს უმთავრეს წინაპირობას მშვიდობაზე, დემოკრატიასა და სტაბილურობაზე დაფუძნებული საზოგადოების შექმნაში.
კონგრესის რეგლამენტი განსაზღვრავს სხდომათა პროცედურას, კონგრესისა და პოლიტიკური ჯგუფების წევრობის საკითხებს და ევროპის საბჭოს წილობრივ შეთანხმებათა საწესდებო ორგანოების მონაწილეობას კონგრესის საქმიანობაში. ამ ნორმებით ხელმძღვანელობს აგრეთვე კონგრესის თავმჯდომარეობა, მუდმივმოქმედი კომიტეტი და ბიურო და რეგულირდება საწესდებო კომიტეტების შექმნა და მათი ფუნქციონირება.


Print
Send 