სახელშეკრულებო ოფისი

მნიშვნელოვანი იურიდიული შენიშვნა

ამ საიტზე არსებულ ინფორმაციას თან ახლავს დათქმა პასუხისმგებლობის თავიდან აცილების შესახებ და დაცულია საავტორო უფლებით.

დათქმა პასუხისმგებლობის თავიდან აცილების შესახებ

ევროპის საბჭო ამ ვებგვერდს აწარმოებს ზოგადად მისი ინიციატივებისა და სტრატეგიების შესახებ საჯარო ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. მისი მიზანია, უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის დროულობა და სიზუსტე. თუკი შეცდომას შეამჩნევთ, ვეცდებით, გავასწოროთ.

მიუხედავად ამისა, ევროპის საბჭო არ აღიარებს არავითარ პასუხისმგებლობასა თუ ვალდებულებას ამ საიტზე არსებულ ინფორმაციაზე.

ეს ინფორმაცია:

  • მხოლოდ ზოგადი ბუნებისაა და არ არის გამიზნული ცალკეული ინდივიდისა თუ ორგანოს განსაკუთრებული შემთხვევების განხილვისთვის;
  • არ არის უცილობლად ყოვლისმომცველი, სრული, ზუსტი ან განახლებული;
  • ზოგჯერ უკავშირდება გარე საიტებს, რომლებზეც ევროპის საბჭოს სამსახურები ვერ ახორციელებენ კონტროლს და რომლებზეც ის არ იღებს არავითარ პასაუხისმგებლობას;
  • არ არის ვარგისი პროფესიული ან იურიდიული კონსულტაციისთვის (თუკი სპეციალურ რჩევას საჭიროებთ, ყოველთვის მიმართეთ სათანადოდ კვალიფიცირებულ სპეციალისტს).

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ინტერნეტით ხელმისაწვდომი დოკუმენტი შესაძლოა არ უზრუნველყოფდეს ზუსტ თანხვედრას ოფიციალურად მიღებულ ტექსტთან. ავთენტიკურად მიიჩნევა მხოლოდ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ გამოქვეყნებული ხელშეკრულებები, თითოეული ცალკე ბროშურის სახით “ევროპის საბჭოს ხელშეკრულებათა სერიიდან” (CETS).

ჩვენი მიზანია ტექნიკური ხარვეზებით გამოწვეულ შეფერხებათა მინიმუმამდე დაყვანა. თუმცა, ზოგიერთი მონაცემი თუ ინფორმაცია შესაძლოა შექმნილი ან სტრუქტურირებული იყოს ისეთ ფაილსა თუ ფორმატში, რომელიც არ გამორიცხავს შეცდომას და ამდენად, გამორიცხული არ არის ჩვენი მომსახურების შეწყვეტა ან სხვაგვარი შეფერხება ამ ტიპის პრობლემების გამო. ევროპის საბჭო არ იზიარებს არავითარ პასუხისმგებლობას აღნიშნული სირთულეების გამო, რომელთაც წარმოშობს ამ საიტით ან ნებისმიერი მასთან დაკავშირებული გარე საიტით სარგებლობა.

ეს დათქმა პასუხისმგებლობის თავიდან აცილების შესახებ მიზნად არ ისახავს ევროპის საბჭოს პასუხისმგებლობის შეზღუდვას შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნათა საზიანოდ, არც მისი პასუხისმგებლობის გამორიცხვას იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელთაც არ გამორიცხავს ამგვარი ეროვნული კანონმდებლობა.

შენიშვნა საავტორო უფლების შესახებ

გამრავლება ნებადართულია წყაროს მითითების პირობით, თუკი არ არის განსაზღვრული სხვაგვარად.

კომერციული მიზნით ნებისმიერი სარგებლობისთვის საჭიროა ევროპის საბჭოს წინასწარი თანხმობა.

სახელშეკრულებო ოფისის ვებგვერდი:

http://conventions.coe.int/


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.