პროექტები

დანიის საქართველოს პროგრამა 2010-2013 “სასამართლო რეფორმის, ადამიანისა და უმცირესობათა უფლებების ხელშეწყობა”

ქვე-კომპონენტი 1.2: სასჯელაღსრულების სისტემის შესაძლებლობათა გაუმჯობესება

ქვეკომპონენტის ამოცანას წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელბისათვის პენიტენციალური და პრობაციის სისტემის რეფორმის განხორციელებაში ხელშეწყობა და მათი მიახლოვება ევროპის საბჭოს სტანდარტებთან. დგეგმილი აქტივობები მიმართული იქნება სასჯელაღსრულების ორგანოების შესაძლებლობებისა და როლის გაძლიერებაზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება მათ ფუნქციაზე პატიმართა რეაბილიტაციასთან, რეციდივის შემცირებასა და საზოგადოების დაცვასთან დაკავშირებით.

ქვე-კომპონენტი ოთხი შედეგისგან შედგება:

შედეგი 1. პატიმრობის ახალი კოდექსის აღსრულება ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში

პირველი კომპონენტის მიზანია გააუმჯობესოს პატიმრობის ახალი კოდექსის აღსრულება ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში სასჯელაღსრულების რეფორმის ხელშეწყობის მიზნით. პატიმრობის ახალი კოდექსი ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ციხის გადატვირთულობა და პატიმართა რეინტეგრაციის მხარდაჭერა გათავისუფლების შემდეგ. კომპონენტი ხელს შეუწყობს შესაბამისი ხელისუფლების წარმომადგენელთა შემდგომ გაძლიერებასა და უნარების განვითარებას ახალი კოდექსის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში აღსრულების უზრუნველსაყოფად. ამ მიზნით, კომპონენტი დახმარებას გაუწევს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროს შეიმუშაოს ინსტრუქციები პატიმრობის კოდექსის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში აღსრულების უზრუნველსაყოფად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კოდექსის იმ საკითხების გაშუქებას, რომლებიც მოითხოვენ განხორციელებას ადგილობრივ დონეზე (კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება), აქტუალური საკითხების გამოველნას და ზომების, პრიორიტეტბისა და სამუშაო მეთოდების შეთავაზებას აღნიშნული კანონის აღსრულების მიზნით.

შედეგი 2. პირობით ვადამდე გათავისუფლების სისტემა გაუმჯობესდება ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში

მეორე კომპონენტი მიზნად ისახავს პირობით ვადამდე გათავისუფლების კომპეტენციის მქონე ადგილობრივი საბჭოების გაძლიერებას პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის (2003) 22 რეკომენდაციისა და პატიმრობის ახალი კოდექსის შესაბამისად. პირობოთ ვადამდე გათავისუფლების აღსრულება, ადგილობრივი საბჭოების უნარების გაძლიერება და პრობაციის სააგენტოს შესაძლებლობების განვითარებაპირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირებზე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით ხელს შეუწყობს აღნიშნული ზომების ეფექტურ განხორციელებასა და საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გადატვირთულობის შემცირებას.

შედეგი 3. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის თანამშრომლების საქმიანობა უფრო ეფექტური და სტაბილურია

მესამე კომპონენტი მიზნად ისახავს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის შემდგომ გაძლიერებასა და საბაზისო და ფუნქცინალური პროფესიული ტრენინგ პროგრამების გაუმჯობესებას. კომპონენტი ხელს შეუწყობს საბაზისო და ფუნქცინალური პროფესიული ტრენინგ პროგრამების საჭირო გაუმჯობესებას ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობაში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის (97) 12 რეკომენდაციაზე “სანქციებისა და ზომების განმახორციელებელი პერსონალის თაობაზე” და სასწავლო ცენტრის მართვის გაუმჯობესებაზე რაციონალური ტრენინგების სტრატეგიის განხორციელების გზით, რაც შესაბამისობაში იქნება ქვეყნის რეალობასთან და სამართლის რეფორმის საჭიროებებთან.

შედეგი 4. სასჯელაღსრულების ჯანდაცვის სისტემა გაუმჯობესდეს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში

მეოთხე კომპონენტის მიზანია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროს ფარგლებში ახლად შექმნილი სამედიცინო დეპარტამენტის მხარდაჭერა მისი შემდგომი გაუმჯობესებისა და იურისდიქციის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გადაცემის მიზნით. აღნიშნული საკითხი უნდა გადაწყდეს გენდერული საკითხების მომცველი ჯანდაცვის სისტემისა და სამოქმედო გეგმის განვითარების გზით. კომპონენტის ერთ-ერთი ნაწილი აგრეთვე, მიზნად ისახავს ციხეებში პირველადი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას. კერძოდ, ძირითადი სამედიცინო აღჭურვილობის შეძენის გზით ადგილზე პირველადი მკურნალობის აღმოჩენას და ისეთი ინფექციური დაავადებების სწრაფ გამოვლენას, როგორიცაა მაგალითად, ტუბერკულოზი და ჰეპატიტი. პროექტი ხელს შეუწყობს ციხეებში აუცილებელი სამედიცინო დახმარების სერვისის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ევროპის საბჭოს რეკომენდაციების, კერძოდ, ციხის ევროპული წესებისა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციების (98) 6 და (93) 6 “ციხეებში ჯანდაცვის სისტემის ეთიკური და ორგანიზაციული ასპექტები” და “ციხე და გადამდები ინფექციური დაავდებების (მათ შორის აივ ინფექცია და შიდსი) კონტროლის კრიმინოგენული ასპექტები და ამ დაავადებებთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები ციხეში” შესაბამისად.

ქვე-კომპონენტის განმახორციელებელი გუნდი:

სოფიო გელაშვილი – პროექტის ოფიცერი
გივი მიქანაძე – პროექტის ოფიცერი
ნინო ლაფაჩი – ადმინისტრაციული ასისტენტი


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.