პროექტის შესახებ

პროექტისოციალური და ეკონომიკური უფლებების განმტკიცება საქართველოშიმიზნად ისახავს გააძლიეროს სოციალური უფლებების დაცვა საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. აღნიშნული პროექტი ევროპის საბჭოს წინა პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ გაგრძელებაა. განხორციელებული პროექტი მიმდინარეობდა 2021 წლის მარტიდან 2023 წლის დეკემბრამდე. ახალი პროექტი გააგრძელებს მუშაობას წინა პროექტის მიერ მიღწეული შედეგების გაზრდაზე და გაფართოვებაზე.

პროექტი ფოკუსირებულია საქართველოს ხელისუფლების, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების (NHRIs), სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSO) და სხვა შესაბამისი დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერებაზე სოციალური და ეკონომიკური უფლებების უკეთ უზრუნველყოფისა და ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებული აქცენტით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმული ადამიანების სოციალურ უფლებებზე.

გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს სოციალური უფლებების და ევროპის სოციალური ქარტიის (ESC) შესახებ ცნობიერების ამაღლებას, შერჩეულ სამიზნე ჯგუფებში და ზოგადად საზოგადოებაში, მათ შორის სოციალური უფლებების არგამოყენების საკითხზე.

  პროექტის ბიუჯეტი: 1 000 000 ევრო

 პროექტის ხანგრძლივობა: 1 იანვარი 2024 - 31 დეკემბერი 2025

 პროექტის სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში შემდგომი ფაზა

მეთოდოლოგია

პროექტი ხორციელდება ექსპერტის რჩევების/რეკომენდაციების, საჭიროებათა შეფასების, პუბლიკაციების შემუშავების, შესაძლებლობების განვითარების და ცნობიერების ამაღლების კამპანიების მეშვეობით.

პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები

  • დევნილთაშრომისჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
  • სსიპ შრომის ინსპექციის სამსახური;
  • საქართველოს სახალხო დამცველი;
  • ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
  • იუსტიციის სამინისტრო;
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი;
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი;
  • შრომის ინსპექტორები;
  • პოლიტიკის შემქმნელები;
  • იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები (მოსამართლეები, იურისტები);
  • აკადემია;
  • სოციალური პარტნიორები;
  • ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები;
  • სოციალური მუშაკები;
  • ადამიანები მოწყვლად სიტუაციებში (შეზღუდული შესაძლებლობის პირები, ხანდაზმულები);
  • დამსაქმებლები და დასაქმებულები;
  • ფართო საზოგადოება;

პროექტის მიზნები

  • საქართველოს ხელისუფლება სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის მიმართულებით დგამს გარკვეულ ნაბიჯებს, რომ მიუახლოვოს ამ სფეროში არსებული კანონმდებლობა (განსაკუთრებული აქცენტი იქნება შრომით უფლებებზე) ევროპის საბჭოს და საერთაშორისო სტანდარტებს.
  • მთავრობის, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები (სახალხო დამცველის აპარატი, პროფესიული კავშირები და სხვა შესაბამისი ინსტიტუტი და არასამთავრობო ორგანიზაციები) გააუმჯობესებენ ეროვნული და ალტერნატიული (ჩრდილოვანი) ანგარიშების ხარისხს.
  • ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები (პოლიტიკოსები, შრომის ინსპექტორები, სახალხო დამცველის აპარატი, იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები (მათ შორის მოსამართლეები) და სხვა ინსტიტუტები და სამოქალაქო საზოგადოება) ხელს უწყობენ და აუმჯობესებენ სოციალური უფლებების დაცვას საქართველოში ევროპის სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge