Back განაცხადების მიღება ევროპის სოციალური ქარტიის შესახებ მაღალი რანგის კონფერენციისთვის

განაცხადების მიღება ევროპის სოციალური ქარტიის შესახებ მაღალი რანგის კონფერენციისთვის

ევროპის საბჭო მიმართავს სახელმწიფოებს, სამინისტროებს და სხვა სამთავრობო უწყებებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სოციალური უფლებების დაცვაზე, სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებს, მუშაკთა და დამსაქმებელთა ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოებას, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს და ინდივიდებს, რომლებსა აქვთ შესაბამისი კომპეტენცია და  ინტერესი სოციალური უფლებების, ადამიანის უფლებების, სოციალური სამართლიანობის და სხვა მსგავსი თემების მიმართ.

მიღებული შემოთავაზებები გათვალისწინებული იქნება ევროპის სოციალური ქარტიის შესახებ მაღალი რანგის კონფერენციის პროგრამის (2024 წლის 3-4 ივლისი, ვილნიუსში, ლიეტუვა) და პოლიტიკური დეკლარაციის გზავნილების -კონფერენციის მოსალოდნელი მთავარი შედეგის  მომზადებისას. თქვენმა განაცხადებმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ევროპის საბჭოს მომავალი დღის წესრიგის ფორმირებაზე, სოციალური უფლებებისა და სოციალური სამართლიანობის მიმართულებით.

კონფერენციის მიზნები შემდეგია:

  •  
  • წევრი ქვეყნების მიერ ქარტიით გათვალისწინებული შემდგომი ვალდებულებების მიღების ხელშეწყობა, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ამ მიზნით გათვალისწინებულია ხელშეკრულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს შესაძლებლობა ექნებათ დამატებითი ვალდებულებები აიღონ ქარტიის ფარგლებში, მათ შორის მიუერთდნენ კონკრეტულ დებულებებს, და იმ შემთხვევაში თუ ეს უკვე არ გაუკეთებიათ, მოახდინონ შესწორებული ქარტიის რატიფიცირება და კოლექტიური საჩივრების პროცედურის მიღება.
  • შესწორებული ქარტიის რატიფიკაციის წახალისება იმ შვიდი სახელმწიფოსთვის, რომლებიც ჯერ კიდევ 1961 წლის ქარტიაზე არიან მიერთებული. ეს პუნქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა ევროპის საბჭომ გამოავლინოს ერთიანობა სოციალური უფლებების დაცვის მისიაში და შეამციროს (სახელშეკრულებო სამართლის) სირთულე, რომელიც  სოციალური ქარტიის ორი ვერსიის არსებობიდან გამომდინარეობს.
  • ევროპის სოციალური ქარტიის სისტემის რეფორმის შესახებ მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებების შესრულების მიმოხილვა და იმის განხილვა, რამდენად საჭიროა დამატებითი ზომების მიღება, ევროპაში სოციალური უფლებების განხორციელების განმტკიცების მიზნის მისაღწევად.
  • სოციალური უფლებები ადამიანის უფლებებია და, როგორც ასეთი, უნივერსალური, განუყოფელი, ურთიერთდამოკიდებული და ურთიერთდაკავშირებული. კონფერენციაზე მოიაზრება ამ უფლებების შეხსენება და შესაბამისი მხარდაჭერის გამოხატვა. აგრეთვე, ევროპის საბჭოს სამიტის განცხადების განმტკიცება, რომ სოციალური სამართლიანობა  დემოკრატიული სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტია.
  • სოციალურ უფლებებთან დაკავშირებული თანამედროვე გამოწვევების განსაზღვრა სოციალური ქარტიისა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა არქიტექტურის გათვალისწინებით.
  • სოციალური უფლებების სფეროში წარმოდგენილი მინისტრების მაღალი რანგის კონფერენციის ინსტიტუციონალიზაციის მიზანშეწონილობის განსაზღვრა (შრომა, ჯანდაცვა, სოციალური საკითხები, საცხოვრებელი და ა.შ.).
  • მსჯელობა იმის თაობაზე, თუ რამდენად დგას საჭიროება და ასეთის არსებობის შემთხვევაში, როგორ უნდა მოხდეს ქარტიის სისტემის შემადგენელი სხვადასხვა ინსტრუმენტის კონსოლიდაცია. შესაბამისი გადაწყვეტილების თანახად, მოთხოვნა, რომ მინისტრთა კომიტეტმა დაიწყოს პროცესი ქარტიის ინსტრუმენტების ერთ ხელშეკრულებაში თავმოყრის მიზნით.
  • სტრატეგიული პარტნიორობის განხილვა, მათ შორის ევროკავშირთან ურთიერთობა და ევროკავშირის ქარტიაზე მიერთების მიზანშეწონილობა.
  • განხილვა, თუ როგორ შეუძლიათ ქარტიის ორგანოებს კონკრეტულად დაეხმარონ სახელმწიფოებს და წვლილი შეიტანონ ქარტიის ეფექტურ განხორციელებაში, რეფორმის ფარგლებში მიღებული ტექსტების გათვალისწინებით. ამ კუთხით, მინისტრთა კომიტეტის მიერ რეფორმების პროცესში მითითებული გაძლიერებული დიალოგის მნიშვნელობის შესწავლა. აგრეთვე დაფინანსების შესაძლებლობების განხილვა სახელმწიფოების დასახმარებლად, რომლებიც დახმარებას ითხოვენ სოციალური უფლებების დაცვის გასაუმჯობესებლად ან ქარტიის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით  მიღებულ რეკომენდაციებზე შესაბამისი რეაგირების განსახორციელებლად.

განაცხადების მიღების წესი:

განცხადების ჩაბარება უნდა მოხდეს ინგლისურ ენაზე სტრუქტურირებულ ფორმატში, რომელიც ნათლად შეესაბამება ზემოთ ჩამოთვლილ ერთ ან მეტ მიზანს. ასევე მისაღებია დამატებითი იდეები, მაგალითისათვის, ამ ბმულზე არსებული ინფორმაციის საფუძველზე.

განაცხადები უნდა წერილობით გაეგზავნოს ევროპის საბჭოს სოციალური უფლებების დეპარტამენტს არაუგვიანეს მიმდინარე წლის 15 მარტისა, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. ელექტრონული წერილები ნათლად უნდა იყოს დასათაურებული (მაგ. იდეა ევროპის სოციალური ქარტიის მაღალი რანგის კონფერენციისთვის). ასევე მისაღებია დაინტერესებული მხარეების ჯგუფის ან ორგანიზაციების მიერ ერთობლივი განაცხადის წარდგენა.

მიღებული განაცხადები განიხილება და შერჩეული იდეები შესაძლოა გამოყენებული იქნას მაღალი რანგის კონფერენციის პროგრამასა და პოლიტიკურ დეკლარაციაში. იდეების მომწოდებლებთან შეთანხმებით, წარმოდგენილი შემოთავაზების გამოქვეყნება შესაძლებელია (კონფერენციის) ვებსაიტზე (მალე ხელმისაწვდომი იქნება).

თქვენი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია კონფერენციის წარმატების უზრუნველსაყოფად და ევროპაში სოციალური სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების დაცვის კიდევ უფრო განსამტკიცებლად.

სტრასბურგი, საფრანგეთი 1 მარტი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge