Back სოციალური უფლებების განმტკიცების კუთხით თანამშრომლობა გრძელდება

სოციალური უფლებების განმტკიცების კუთხით თანამშრომლობა გრძელდება

2005 წელს საქართველომ ევროპის სოციალური ქარტიის 98 პუნქტიდან 63 პუნქტის რატიფიცირება მოახდინა, რაც ნათელი მაგალითია სახელმწიფოს მისწრაფებისა უზრუნველყოს თავისი მოქალაქეების კეთილდღეობა და ცხოვრების დონის გაუმჯობესება. მიუხედავად ამისა, 35 მნიშვნელოვანი დებულება, მათ შორის უსაფრთხო სამუშაო პირობებისა და სამართლიანი ანაზღაურების შესახებ, ჯერაც არ არის რატიფიცირებული.

ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად და სოციალური უფლებების დაცვის გასაძლიერებლად, 23-24 აპრილს ევროპის საბჭოს პროექტმა „სოციალური და ეკონომიკური უფლებების განმტკიცება საქართველოში“ შეხვედრები მოაწყო სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის, აგრეთვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა. ევროპის საბჭოს ექსპერტები ასევე შეხვდნენ  სახალხო დამცველის აპარატის, დამსაქმებლებისა და დასაქმებულების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. შეხვედრები მიზნად ისახავდა ევროპის სოციალური ქარტიის კონკრეტულ მუხლებზე ყოვლისმომცველი ანალიზის ჩატარებას და მათი რატიფიკაციისთვის ქვეყნის მზადყოფნის შეფასებას.

შეხვედრები ძალიან საინტერესოდ და პროდუქტიულად წარიმართა. ექსპერტებს ჰქონდათ შესაძლებლობა სიღრმისეულად მოესმინათ კონკრეტულ დებულებებთან მიმართებით არსებული პრაქტიკა. მონაწილეებმა  ევროპის სოციალური ქარტიის დამატებითი მუხლების რატიფიცირების პროცესში შემდგომი თანამშრომლობისა და მხარდაჭერის მზაობა გამოთქვეს.

წარმოდგენილ შეხვედრებთან ერთად ევროპის საბჭოს ექსპერტები არსებულ სამაგიდო კვლევებს გაეცნობიან და შედეგად ევროპის სოციალური ქარტიის შერჩეული დებულებების ანალიზს მოამზადებენ, რაც მათი რატიფიცირების შესაძლებლობას შეუწყობს ხელს. 

შეხვედრები ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტისსოციალური და ეკონომიკური უფლებების განმტკიცება საქართველოშიფარგლებში, , რომელიც დაფინანსებულია საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმით.

თბილისი, საქართველო 24 აპრილი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge