პროექტი „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ მიზნად ისახავს საქართველოს ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერებას სოციალური უფლებებისა და სოციალური მომსახურების გაწევის სფეროში; ხელი შეუწყოს ქართული კანონმდებლობის (კონკრეტულად შრომითი უფლებების სფეროში) შესაბამისობას ევროპულ სტანდარტებთან. დამატებით, პროექტის სხვა მიზნებია ქარტიის ახალი დებულებების (რომელიც მიზნად ისახავს შრომის უსაფრთხოების გაძლიერებას და სამედიცინო  და სოციალური უსაფრთხოების ხელმისაწვდომობას) მიღების მხარდაჭერა; ეროვნული ანგარიშების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა; სახალხო დამცველის ოფისის შესაძლებლობების განმტკიცება სოციალური უფლებების დაცვის მონიტორინგში და სოციალური უფლებების ევროპული კომიტეტისთვის (ECSR) ალტერნატიული ანგარიშების წარდგენაში.

რის მიღწევას ვცდილობთ?
  • სოციალური და ეკონომიკური უფლებები, პოლიტიკა და პრაქტიკა ეროვნულ დონეზე შეესაბამება შესაბამის ევროპულ სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს სოციალური უფლებების სათანადო დაცვას და განხორციელებას.
  • პროექტის სამიზნე ჯგუფებს შორის გაძლიერებულია ცოდნა და შესაძლებლობები (ევროპული სტანდარტების და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი სოციალური უფლებების ხელშეწყობა და დაცვა).
პროექტის მეთოდოლოგია

პროექტი გამოიყენებს შემდეგ ინსტრუმენტებს და საშუალებებს (არასრული ჩამონათვალი):

ექსპერტების რეკომენდაციები

საბაზისო კვლევა/პროგრესის მიმოხილვა/საჭიროებების შეფასება

გამოცდილების გაზიარების საჯარო და სამუშაო შეხვედრები (მრგვალი მაგიდის შეხვედრები, ვორქშოპები და ა.შ.)

სამუშაო ჯგუფები/ექსპერტების შეხვედრები/ფოკუს ჯგუფის შეხვედრები

პუბლიკაციები/თარგმნა

სემინარები და კონფერენციები  

ტრენინგის სესიები

აუდიო-ვიზუალური/პუბლიკაცია

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქმიანობის კოორდინაციას ევროპის საბჭოს სხვადასხვა დეპარტამენტს შორის, აგრეთვე, განვითარების სხვა პარტნიორებს შორის, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული საქართველოში სოციალური უფლებების სფეროში. ამ მხრივ, დონორთა რეგულარული საკოორდინაციო შეხვედრები ხელს შეუწყობს სინერგიის უზრუნველყოფას და გამორიცხავს სხვადასხვა წარმომადგენლების საქმიანობის დუბლირებას. აღნიშნული შეხვედრები მნიშვნელოვნად წაახალისებს დარგთაშორის ინსტიტუციონალურ კოორდინაციას, რომ ყველა სოციალურმა აქტორმა ან/და სააგენტომ/ორგანიზაციამ/ იცოდეს, ესმოდეს და სწორად ახორციელებდეს კანონმდებლობას.

პროექტის ხანგრძლივობა

პროექტი დაიწყო 2021 წლის 1 მარტს და დასრულდება 2023 წლის 31 დეკემბერს.

პროექტის პარტნიორები

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

სსიპ შრომის ინსპექციის სამსახური;

საქართველოს სახალხო დამცველი;

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

იუსტიციის სამინისტრო;

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი;

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი;

იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები;

ვინ სარგებლობს პროექტით?

შრომის ინსპექტორები;

პოლიტიკის შემქმნელები;

იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები (მოსამართლეები, იურისტები);

აკადემია;

სოციალური პარტნიორები;

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები;

სოციალური მუშაკები;

პროექტის ბიუჯეტი

700,500 ევრო

პროექტი დაფინანსებულია ნებაყოფლობითი შენატანით საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში.