რა არის მინისტრთა კომიტეტი?

მინისტრთა კომიტეტი ევროპის საბჭოს აღმასრულებელი ორგანოა. ის აერთიანებს ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს ან მათ მუდმივ დიპლომატიურ წარმომადგენლებს სტრასბურგში. მინისტრთა კომიტეტი ერთდროულად სამთავრობო ორგანოც არის, სადაც, თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით, განიხილება წევრ სახელმწიფოთა ინდივიდუალური დამოკიდებულება ევროპული საზოგადოების წინაშე მდგომი პრობლემებისადმი და ფორუმიც, სადაც ხდება საერთო-ევროპული მიდგომების ჩამოყალიბება მათთან მიმართებაში. საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობით, მინისტრთა კომიტეტი დგას ევროპის საბჭოს ძირითად ფასეულობათა სადარაჯოზე და ზედამხედველობს წევრ სახელმწიფოთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების აღსრულებას.

ვინ არიან წარმოდგენილი მინისტრთა კომიტეტში ?

მინისტრები

ევროპის საბჭოს თითოეული წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

მინისტრების სია
წევრ სახელმწიფოთა ჩამონათვალი

მინისტრთა მოადგილეები

ორგანიზაციასთან მუდმივი კავშირის უზრუნველსაყოფად, 1951 წლის მაისში მინისტრთა კომიტეტმა ურჩია წევრ სახელმწიფოებს, დაენიშნათ თავიანთი მუდმივი წარმომადგენლები. მუდმივი წარმომადგენლები სტრასბურგში ბინადრობენ. ისინი, ჩვეულებრივ, ელჩის, ცალკეულ შემთხვევებში კი საქმეთა რწმუნებულის (chargés d'affaires) რანგის მქონე მაღალჩინოსანი დიპლომატები არიან.

1952 წელს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, თითოეულ მინისტრს მიეცა უფლება, დაენიშნა მოადგილე. მოადგილეებს გააჩნიათ გადაწყვეტილების მიღების იგივე უფლებამოსილება, რაც მინისტრებს. ჩვეულებრივ, მოადგილე იმავდროულად არის წევრი სახელმწიფოს მუდმივი წარმომადგენელიც.

 მუდმივ წარმომადგენელთა სია

რას საქმიანობს მინისტრთა კომიტეტი?

მინისტრთა კომიტეტი ასრულებს სამმაგ როლს:

  • როგორც მთავრობების წარმომადგენელი, რაც საშუალებას აძლევს მათ, თანასწორ საფუძველზე წარმოადგინონ ეროვნული მიდგომები ევროპული საზოგადოების წინაშე მდგარი პრობლემების მიმართ;
  • როგორც კოლექტიური ფორუმი, სადაც მუშავდება საერთო-ევროპული პასუხები მსგავს გამოწვევებზე;
  • საპარლამენტო ასამბლეასთან ერთად, როგორც მცველი ფასეულობებისა, რისთვისაც არსებობს ევროპის საბჭო.
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page

როდის იმართება მისი შეხვედრები ?

 

მინისტრები

მინისტრთა კომიტეტის მუშაობის განრიგით გათვალისწინებულია მინისტერიალის ჩატარება წელიწადში ერთხელ, სიმბოლურად, 5 მაისს. საგანგებო გარემოებების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია მეორე შეხვედრის ჩატარება იმავე წლის განმავლობაში. მინისტერიალის თარიღსა და ადგილს ადგენს მინისტრთა კომიტეტი. სხდომები ორ ნაწილად იყოფა: ოფიციალური სესია და არაოფიციალური დისკუსიები.

 

მინისტრთა მოადგილეები

მინისტრთა მოადგილეების დონეზე კვირაში ერთი შეხვედრა იმართება. მინისტრთა მოადგილეების შეხვედრები, ჩვეულებრივ, მინისტრთა კომიტეტის სხდომათა დარბაზში ეწყობა.

მოადგილეები კვირის განმავლობაში რამდენჯერმე ხვდებიან ერთმანეთს ასევე დამხმარე ჯგუფების ფარგლებშიც.

როგორ ფუნქციონირებს მინისტრთა კომიტეტი?

მინისტრთა კომიტეტი ფუნქციონირებს რამდენიმე დონეზე.
მინისტრთა და მათი მოადგილეების შეხვედრები რეგულირდება ევროპის საბჭოს წესდებითა და რეგლამენტით.