ინსტიტუციები

გენერალური მდივანი

საპარლამენტო ასამბლეა ორგანიზაციის ხელმძღვანელად ხუთწლიანი ვადით ირჩევს გენერალურ მდივანს. ის პასუხისმგებელია საბჭოს სამუშაო პროგრამის შედგენაზე და ბიუჯეტის სტრატეგიულ დაგეგმვასა და მართვაზე.გენერალური მდივანი ორგანიზაციის ხელმძღვანელი და წარმომადგენელია.
მინისტრთა კომიტეტი
ეს არის საბჭოს გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, რომელიც შედგება წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ან სტრასბურგში მათი მუდმივი წარმომადგენლებისაგან. მინისტრთა კომიტეტი განსაზღვრავს ევროპის საბჭოს პოლიტიკას, ამტკიცებს მის ბიუჯეტსა და სამოქმედო გეგმას.

საპარლამენტო ასამბლეა (PACE)

საპარლამენტო ასამბლეა 46 წევრი ქვეყნის 306 პარლამენტარისგან შედგება. ასამბლეა ირჩევს გენერალურ მდივანს, ადამიანის უფლებათა კომისარს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეებს. ის წარმოადგენს დემოკრატიულ ფორუმს დებატებისა და არჩევნების მონიტორინგისთვის; მისი კომიტეტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მიმდინარე საკითხების განხილვაში.
ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი
კონგრესი ევროპის რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების ხმას აერთიანებს. ეს არის ფორუმი, სადაც არჩეულ წარმომადგენლებს შეუძლიათ იმსჯელონ საერთო პრობლემებზე, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და შეიმუშაონ ერთობლივი პოლიტიკა. მისი მიზანია დემოკრატიის მხარდაჭერა და მომსახურების გაუმჯობესება ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

ეს არის მუდმივმოქმედი სასამართლო ორგანო, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით მინიჭებული უფლებების დაცვის გარანტს წარმოადგენს თითოეული ევროპელისთვის. სასამართლო ღიაა ნებისმიერი სახელმწიფოსა თუ ინდივიდისთვის, ეროვნების მიუხედავად. კონვენციას ხელს აწერს ევროპის საბჭოს ორმოცდაშვიდივე წევრი ქვეყანა.
ადამიანის უფლებათა კომისარი
ადამიანის უფლებათა კომისარი დამოუკიდებელი ორგანოა და მისი სამუშაო მთლიანად ადამიანის უფლებათა შელახვის ფაქტებზეა კონცენტრირებული.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენცია
კონფერენცია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს აერთიანებს. ეს ფორუმი უზრუნველყოფს არა მხოლოდ კავშირს პოლიტიკოსებსა და საზოგადოებას შორის, რაც თავისთავად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არამედ წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების ხმას ევროპის საბჭოში. საბჭოს წარმატებული მუშაობისთვის არსებითია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება, რადგან ისინი ყველაზე უშუალო კავშირში არიან ევროპის მოქალაქეებთან.
დაგვიკავშირდით
ოფისი საქართველოში
ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო
+99532 2913870/ 71/ 72