პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
27.01.14
საჭიროა მეტი ძალისხმევა მართლმსაჯულების წარმოების გაუმჯობესებისა და შემწყნარებლობის ხელშეწყობის მიზნით

საქართველომ უკვე განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები მართლმსაჯულების სისტემაში, თუმცა საჭიროა დამატებითი ძალისხმევა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის გასაძლიერებლად“ - აღნიშნა ნილს მუიჟნესმა, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, ქვეყანაში ექვსდღიანი ვიზიტის დასასრულს. ვიზიტის ფარგლებში კომისარი გაეცნო მართლმსაჯულების სფეროში რეფორმების მსვლელობას და აგრეთვე უმცირესობების მდგომარეობასა და შემწყნარებლობის კუთხით არსებულ გამოწვევებს. ამ მიზნით, იგი შეხვდა და ესაუბრა ხელისუფლების წარმომადგენლებს, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე, სასამართლო სისტემისა და უფლებადამცველი ინსტიტუტების წარმომადგენლებს, პარლამენტარებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს თბილისში, ახალქალაქში, ახალციხეში, მარნეულსა და რუსთავში.

სერიოზული ძალისხმევა განხორციელდა დიდი ხნის მანძილზე არსებული ისეთი პრობლემების  მოსაგვარებლად, როგორიცაა არასათანადო მოპყრობა და დაუსჯელობა, განსაკუთრებით - სასჯელაღსრულების სისტემაში“ - თქვა კომისარმა. ამავდროულად, კომისარმა გაფრთხილების სახით აღნიშნა, რომ თვითკმაყოფილების განცდას არ უნდა ჰქონდეს ადგილი და კიდევ ერთხელ მიუთითა ნებისმიერი დანაშაულის ფაქტზე ეფექტური გამოძიების წარმართვის აუცილებლობაზე. „მნიშვნელოვანია  მიღწეული პოზიტიური ცვლილებების მდგრადობის შენარჩუნება”.

საქართველოს ხელისუფლება დაადასტურა, რომ ადგილი ჰქონდა უკანანო თვალთვალის პრობლემას და ხაზი გაუსვა თითოეული ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების დაცვის აუცილებლობას. გარანტიები ამ სფეროში მეტად მნიშვნელოვანია, და ამიტომ ახალი, მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნა მისასალმებელი ძალისხმევაა.

შეხვედრების მრავალმა მონაწილემ, მათ შორის სახალხო დამცველმა, ისაუბრა მოქალაქეთა მიერ შემოტანილი მრავალრიცხოვან ინდივიდუალურ საჩივარებზე, სადაც აღნიშნულია, რომ მათ საქმეებზე გამოტანილი სასამართლო განაჩენები იძულებით მიღებული მტკიცებულებებს  ეფუძნება. აგრეთვე  აღნიშნულ იქნა საპროცესო შეთანხმების გამოყენების პრობლემურობა, სისხლის სამართლის სისტემის შერჩევითი გამოყენება გამიზნულად პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და ქონების უკანონო გადაცემის ფაქტები. „დარღვევების თაობაზე გაკეთებული დამადანაშაულებელი განცხადებები ადექვატურად უნდა იქნეს გამოძიებული და მოგვარებული. უნდა შემუშავდეს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი საქმეების შერჩევის ნათელი კრიტერიუმები და სამართლებრივი მექანიზმები“ - აღნიშნა კომისარმა. უფრო ზოგადად, მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ შემდგომი რეფორმა უნდა იქნეს მიმართული სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობiსა და მიუკერძოებლობის, მხარეთა თანასწორობis და ადვოკატთა უფლებების გაძლიერებისაკენ სისხლის სამართლის წარმოების ყველა ეტაპზე.

.„მიზანი უნდა გახდეს მართლმსაჯულების სისტემისათვის ისეთი მყარი საფუძვლების შექმნა, როდესაც ამ სისტემის ბოროტად გამოყენება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად შეუძლებელი გახდება. ამავდროულად, სიძულვილის ნიადაგზე განხორციელებული ძალადობრივი დანაშაულის ჩამდენთა მიმართ უნდა გატარდეს ისეთი სისხლის-სამართლებრივი სანქციები, რომელიც მაგალითის მიმცემი იქნება. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ენიჭება პროკურატურის სისტემას საკვანძო როლი ამ საქმეში. მეტად მნიშვნელოვანია, რომ პროკურორების დანიშნვა და მათი შემდგომი დაწინაურება განისაზღვრებოდეს მათი პროფესიონალიზმით, დამსახურებითა და კეთილსინდისიერებით“ - აღნიშნა კომისარმა.

კომისარი შეშფოთებულია მისთვის მიწოდებული ინფორმაციით იმის თაობაზე,  რომ ზოგიერთი ჯგუფების მიმართ, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისა და ლგბტ-ჯგუფების ჩათვლით, გაისმოდა  არაშემწყნარებლური რიტორიკა და სიძულვილის ენით განსჭვალული გამონათქვამები. ზოგიერთ შემთხვევაში, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ადგილი ჰქონდა ძალმომრეობასაც. კომისარმა ხაზი გაუსვა იმას, რომძალმომრეობისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ აუცილებელია პრინციპული პოზიცია  და რომ საქართველო არის მრავლფეროვანი ქვეყანა, და ზუსად ამიტომ ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას განათელბის სისტემის ყველა ეტაპზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინტეგრირებული საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის. ხელისუფლებამ უნდა გაატაროს მტკიცე და სისტემური ზომების შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის წინაარმდეგ. მე მოუწოდებ ხელიუფლებას რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს და აქტიურად განახორციელოს ყოვლისმომცველი ანტიდისკრიმინაციული კანონი ”. 

 

სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო-ქართლის რეგიონების მონახულების შემდგომ, პირველი შთაბეჭდილების გაზიარებისას, კომისარმა მუიჟნესმა მოუწოდა ხელისუფლებას მეტი ძალისხმევა მოახმაროს ეროვნული უმცირესობებისათვის ქართლი ენის სწავლების საქმეს.

და ბოლოს, კომისარი  მუიჟნესი მიესალმება ახალი ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის დარგში ეროვნული სამოქმედო გეგმის მიღებისა და  ქვეყანაში ადამიანის უფლებების პრაქტიკული რეალიზაციისაკენ მიმართული სისტემური მუშაობის გრძელვადიანი ხედვის შემუშავების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს. მან აღნიშნა, რომ მომავალი სამოქმედო გეგმა მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმის პროცესთან და მის განხორციელებაში აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს სამოქალაქო საზოგადოება და ქვეყნის უფლებადამცველი ინსტიტუტები.

 

კომისრის ვიზიტის ანგარიში უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.