ევროპის საბჭოს პროექტი: „სოციალური და ეკონომიკური უფლებების განმტკიცება საქართველოში“ აცხადებს ტენდერს ვიზუალური მასალის შექმნასა და კომუნიკაციების სერვისებზე ადგილობრივი კონსულტანტების ბაზის შესაქმნელად.
სატენდერო პროცედურების შესახებ დეტალურ აღწერას და დაწვრილებით ინფორმაციას გაეცნობით თანდართულ სატენდერო დოკუმენტებში, რომლებიც ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე.
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 10 სექტემბერი 2024, 23h59 UTC+4 (ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განაცხადი ავტომატურად უარყოფილი იქნება).
აპლიკაციები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურით - “Tender on Communication/Visibility Materials -Social and Economic Rights in Georgia”.
ტენდერთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვა უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: [email protected] შემდეგი სათაურით: “Questions for the Tender on Communication/Visibility Materials - Social and Economic Rights in Georgia.”
კითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა არის 29 აგვისტო 2024, 23h59 UTC+4 (ტენდერის აპლიკაციის შემოტანის ვადამდე 8 სამუშაო დღით ადრე). შემოსულ კითხვებზე კონსოლიდირებული პასუხები ერთად გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 3 სექტემბერს.