საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენცია

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენციის ბიურო

ბიუროს შემადგენლობა
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენციის ბიურო აერთიანებს კონფერენციის წევრი ორგანიზაციებიდან წარმოდგენილ 9 წევრს, რომლებიც ბიუროში საქმიანობენ პირადი უფლებამოსილებით. ბიუროს წევრებს (“კონფერენციის სამსახურის” თავმჯდომარის გარდა, რომელიც ავტომატურად არის ბიუროს წევრი) ირჩევს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენცია სამი წლის ვადით, მისი ერთხელ განახლების შესაძლებლობით.

აღნიშნული 9 წევრია:

  • კონფერენციის პრეზიდენტი
  • სამი ვიცე-პრეზიდენტი
  • ოთხი მომხსენებელი
  • “კონფერენციის სამსახურის” თავმჯდომარე

ბიუროს როლი

ბიურო ადგენს დღის წესრიგს კონფერენციისა და მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრებისათვის და ასრულებს ამ ორი ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ის ახორციელებს აგრეთვე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენციის შიდა და გარე საკომუნიკაციო პოლიტიკას, რომელსაც განსაზღვრავს მუდმივმოქმედი კომიტეტი.

ბიურო უზრუნველყოფს, რათა ყველა ის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სარგებლობს მონაწილის სტატუსით და დაინტერესებულია კონფერენციის საქმიანობით, იყოს ჩართული მის მუშაობაში.

ბიუროს წევრები

ბიუროს მიმდინარე წევრები არჩეულ იქნენ 2009 წლის იანვარში სამი წლის ვადით:

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენციის პრეზიდენტი
ბ-ნი ჟან-მარი ჰეიდტი
სოციალურ-საგანმანათლებლო მზრუნველობის საწვრთნელი ცენტრების ევროპული გაერთიანება (FESET)
jean-marie.heydt@coe.int

ვიცე-პრეზიდენტები
ბ-ნი ჟერარ გრენერონი
საპოლიციო პროფკავშირების ევროპული საბჭო (CESP)
secretaire.general.cesp@cesp.eu

ბ-ნი ალენ მუშუ
განათლების ევროპული პროფკავშირების საბჭო (ETUCE)
alain.mouchoux@wanadoo.fr secretariat@csee-etuce.org

ბ-ნი იამვი ტოტსი
პროფესიულ და ინტელექტუალურ მუშაკთა საერთაშორისო კონფედერაცია (CITI)
itotsi@wanadoo.fr

მომხსენებლები
ქ-ნი კატერინ-სოფი დიმიტრულიასი
სამხრეთ ევროპელ ქალთა გაერთიანება (AFEM)
sophie.dimitroulias@wanadoo.fr

ბ-ნი ტარას პოლიანეცი
ევროპული ქმედება უნარშეზღუდულთათვის (AEH)
taras.poljanec@guest.arnes.si

ქ-ნი მარიტსუ რალი
ქველმოქმედების საერთაშორისო ასოციაცია (AIC)
maritchurall@noos.fr maritchu.rall@region-alsace.fr

- ვაკანტური ადგილი

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა
კონფერენციის სამსახურის თავმჯდომარე
ბ-ნი მიშელ მიულერი
მისია ევროპა
michel@paulownia.ch


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.