განათლება, კულტურა და მემკვიდრეობა, ახალგაზრდობა და სპორტი (DGIV)

ისტორიის სწავლება

ისტორია და ისტორიის სწავლება დაარსების დღიდანვე წარმოადგენს ევროპის საბჭოს უმთავრეს მიმართულებას განათლების სფეროში. ორგანიზაციამ დასაწყისშივე და ევროპის კულტურული კონვენციითაც აღიარა ისტორიის, როგორც საფუძვლის მნიშვნელობა ევროპის მოქალაქეთა განათლებაში, ისევე როგორც მისი როლი განსხვავებათა შემცირებისა და ადამიანების გაერთიანების საქმეში, რასაც ახორციელებს ევროპელ ხალხებში ურთიერთგაგებისა და ნდობის გამყარების მეშვეობით.

ისტორიის სწავლება პერსპექტივაში – შესავალი

ევროპის საბჭოს საერთაშორისო თანამშრომლობის ადრეული პროგრამები აქცენტს სვამდა კულტურულ და ლინგვისტურ მრავალსახეობათა ევროპული მემკვიდრეობის წახალისებაზე. საბჭოს საგანმანათლებლო საქმეში ისტორიასა და ისტორიის სწავლებას გამორჩეული ადგილი მიენიჭა მისი მნიშვნელობის გამო ევროპელ ხალხებში ურთიერთგაგებისა და ნდობის გამყარებისადმი.

პირველი ნაბიჯი გახლდათ ისტორიული ფაქტებისა და პიროვნებების წარმოდგენისას სამართლიანობისა და გულახდილობის წახალისება, მიკერძოებისა და მცდარი წარმოდგენების აღმოფხვრის მიზნით ისტორიის სახელმძღვანელოთა რეფორმირების მეშვეობით.

საქმიანობა მალევე გასცდა სახელმძღვანელოებს და დაიწყო გზების ძიება, რათა ისტორიის შესწავლა ექცია ახალგაზრდობის განათლების შესაბამისად და ხელი შეეწყო სიახლეების დანერგვისთვის ისტორიის სწავლებასა და მასწავლებელთა წვრთნაში. თანდათანობით, ისტორიისა და ასევე სხვა საგნების სწავლებაში ხაზი გაესვა მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომებს, მნიშვნელოვანი გავლენით სასწავლო პროგრამის შინაარსზე, საგნებსა და მასწავლებელთა წვრთნაზე.

90-იან წლებში, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ცვლილებათა შედეგად, დემოკრატიისაკენ სვლის მხარდამჭერმა ინიციატივებმა განავრცო ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა. ისტორიის სწავლების სფეროში მანამდე დაგროვილ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ახალ გარემოებებთან პირისპირ დარჩენა გულისხმობდა ისტორიის სწავლებისადმი ინტერესის გამოღვიძებას ევროპაში და წარმოაჩენდა ახალ შესაძლებლობებს ახალი კონცეფციებისა და პრიორიტეტული სფეროების გამოსავლენად.

სახელმძღვანელოებისა და სასწავლო პროგრამების რეფორმირების განგრძობასთან ერთად, ბოლოდროინდელი პროექტები სულ უფრო მეტად იყო მიმართული საგანმანათლებლო პროგრამების სოციალური და პოლიტიკური განზომილებებისკენ და აქცენტს სვამდა დემოკრატიული მოქალაქეობისათვის საჭირო უნარებსა და კომპეტენციებზე, მრავალსახეობების პატივისცემასა და სოციალურ ჩართულობაზე. ისინი ასევე ცდილობდნენ ისტორიის მასწავლებლებისა და პედაგოგების უზრუნველყოფას პრაქტიკული, კონკრეტული თემატიკის სასწავლო მასალებით მათ ყოველდღიურ საქმიანობაში, ეროვნულ დონეზე დადგენილი მასალების შევსების მიზნით.

ისტორიის სწავლების განყოფილება, წარმართული და მხარდაჭერილი მისი საწესდებო ორგანოების მიერ, ზოგჯერ ევროპის საბჭოს პოლიტიკური ორგანოების მიერ გაცხადებული ამა თუ იმ საწუხარის წინასწარ მჭვრეტელი, მუდამ თან ახლავს გასული 50 წლის მანძილზე ევროპაში მიმდინარე ცვლილებებს.

შეიძლება ითქვას, რომ ევროპის ისტორია ასახვას ჰპოვებს ჩვენ საქმიანობათა ევოლუციაში.

სახელმძღვანელოების მიღმა – პრინციპები და ფასეულობები

ცვლილებათა გათვალისწინება

ევროპის საბჭოს ისტორიის სწავლების განყოფილების საქმიანობა არა მხოლოდ ასახავს ისტორიულ ცვლილებებს, რომელთაც გასული 50 წლის მანძილზე გავლენა იქონიეს ევროპასა და მის ქვეყნებზე, არამედ ასევე უმთავრეს სოციალურ ცვლილებებსა და მოვლენებს, რომელთაც დროდადრო ადგილი ჰქონდა განათლების სფეროში.

სოციოლოგიური ცვლილებები

ურთიერთგანსხვავებული კონტექსტის მიუხედავად, ყველა წევრ სახელმწიფოს უწევს გამკლავება მსგავს სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ საკითხებთან და პრობლემებთან.

ჩამოვთვალოთ მათგან რამდენიმე:

ცვლილებები განათლებაში

საჭიროა ასევე გავითვალისწინოთ განათლების სფეროში მომხდარი ძირითადი ცვლილებები, განსაკუთრებით კი მოსწავლეზე ორიენტირებული მეთოდოლოგიის დანერგვა, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია სწავლის, სწავლებისა და სასწავლო სტრუქტურების ყველა ასპექტზე.

სამი ძირითადი პროექტი

  • “სხვათა” სახება ისტორიის სწავლებაში
  • “ისტორიის სწავლების ევროპული განზომილება” (2002-2006)
  • “ევროპის ისტორიის სწავლა და სწავლება მე-20 საუკუნეში”

ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა

90–იანი წლებიდან მოყოლებული, ყოფილ “აღმოსავლეთის ბლოკის” ქვეყნებში ჩატარდა ღონისძიებათა საგულისხმო რაოდენობა ისტორიის სწავლების რეფორმირების სხვადასხვა ასპექტის გარშემო.

სამხრეთ კავკასია – სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო

ევროპის საბჭო 1996 წლიდან თანამშრომლობს სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს წარმომადგენელ ისტორიის სპეციალისტებთან, თავდაპირველად გენერალური მდივნის ახალი ინიციატივის ფარგლებში, შემდგომ კი, 2002-2003 წლებში, ევროკომისიასა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიული სტაბილურობის განმტკიცებას.

ეს დაეხმარა ისტორიის სფეროში განათლების განყოფილებას, მოეწყო ერთი სემინარი სომხეთში, ერთი აზერბაიჯანში, ერთი კი საქართველოში ისეთ საკითხებზე, რომლებიც ამ ქვეყნებისთვის წარმოადგენდა გადაუდებელ საჭიროებას. ყოველი მათგანის ისტორიის სპეციალისტები მიესალმნენ ისტორიის სფეროში განათლების შესახებ დებატების განგრძობისა და სხვა ევროპულ სახელმწიფოთა სპეციალისტებთან გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას. სემინარების თემები შეირჩა ერთობლივად ევროპის საბჭოსა და შესაბამისი ქვეყნების განათლების სამინისტროების მიერ.

პროგრამა ასევე ემსახურებოდა თბილისის ინიციატივის ფარგლებში მიღწეული შედეგებისა და კავშირების შენარჩუნებასა და გაფართოებას, რომელშიც მონაწილეობდნენ სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი, მაშინ როცა საქართველო, იმავდროულად, გახლდათ რეგიონში გამართული მეორე უმთავრესი ინიციატივის - შავი ზღვის ინიციატივის მონაწილე.

ისტორიის სწავლების ვებგვერდი:

http://www.coe.int/t/dg4/education/historyteaching/Default_en.html


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.