ადამიანის უფლებები და სამართლებრივი საკითხები (DGHL)
დაკავშირება

ზოგადი მანდატი

ადამიანის უფლებათა და სამართლებრივ საქმეთა გენერალურ დირექტორატს აკისრია სრული პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროში ევროპის საბჭოს სტანდარტების განსაზღვრასა და განხორციელებაში, მათ შორისაა კანონის მეშვეობით დემოკრატიის ხელშეწყობა, ამ სფეროში შესაბამისი ხელშეკრულებებისა და მასთან დაკავშირებული სამონიტორინგო მექანიზმების ფუნქციონირება, ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება.

გენერალური დირექტორატი პასუხისმგებელია მის კომპეტენციაში მოქცეულ ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ეხმაურება ორგანიზაციის საწესდებო მიზნების განხორციელებას. ზოგადად სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური უფლებების დაცვასთან ერთად, აღნიშნული განსაკუთრებულად გულისხმობს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთას, ეროვნულ უმცირესობათა დაცვას, რასიზმთან და შეუწყნარებლობასთან ბრძოლას, ინდივიდთა დაცვას მათი ღირსებისა და სიმრთელის წინააღმდეგ მიმართულ საფრთხეთაგან (ტრეფიკინგი, ძალადობა და სხვ.), ქალთა და მამაკაცთა თანასწორობისა და გენდერული თანასწორობის უზენაეს ღირებულებად წახალისებას, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების, ისევე როგორც მედიის თავისუფლებათა დაცვას ინფორმაციულ საზოგადოებაში, დამოუკიდებელი, პლურალისტური მედიის ხელშეწყობას, დანაშაულის ყველა გამოვლინებასთან, მათ შორის კორუფციასთან, ფულის გათეთრებასთან და კიბერდანაშაულთან ბრძოლას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას სისხლის სამართლებრივ საკითხებში, მათ შორის სასჯელის აღსრულების დაწესებულებებთან მიმართებაში და აგრეთვე საჯარო და კერძო სამართლებრივ საკითხებში, მათ შორის მოქალაქეობასთან, ოჯახურ სამართალთან და მონაცემთა დაცვასთან მიმართებაში და დამოუკიდებელი, ეფექტიანი მართლმსაჯულების წახალისებას.

უმთავრესი მიზნები

  • გენერალური მდივნის დახმარება და კონსულტაციით უზრულველყოფა ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის სფეროს კანონმდებლობასთან და პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
  • აღნიშნულ საკითხებზე მინისტრთა კომიტეტისა და მისი ყველა დაქვემდებარებული კომიტეტის, საჭიროებისამებრ ასევე ორგანიზაციის სხვა სამსახურების მხარდაჭერა და კონსულტაციით მათი უზრულველყოფა;
  • სამართლებრივი სტანდარტების (რეკომენდაციები, სახელმძღვანელო ნორმები, ცნობარები და ა.შ. და კონვენციათა პროექტები) შემუშავება და მათი შეფასება;
  • ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროებში ორგანიზაციის სახელშეკრულებო და ამასთან დაკავშირებული მექანიზმების სამდივნო და საკონსულტაციო მხარდაჭერით უზრუნველყოფა;
  • პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელება, რომელთა მიზანია დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების თანმხვედრი ინსტიტუციური და სამართლებრივი ბაზის ხელშეწყობა წევრ ან კანდიდატ ქვეყნებში და ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფა;

ამ მიზნების მისაღწევად, გენერალური დირექტორატი, სხვებს შორის:

  • ინარჩუნებს და აღრმავებს კავშირებს საპარლამენტო ასამბლეისა და კონგრესის კომპეტენტურ კომიტეტებთან;
  • საჭიროებისამებრ, ზოგადი თავსებადობის მიღწევის მიზნით, კონსულტაციით უზრუნველყოფს სხვა გენერალურ დირექტორატებსა და დეპარტამენტებს ადამიანის უფლებებთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
  • ურთიერთობს და თანამშრომლობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამდივნოსთან საერთო ინტერესების საკითხებში, განსაკუთრებით სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხში;
  • ურთიერთობს და ცვლის ინფორმაციას ადამიანის უფლებათა კომასართან, რათა ოპტიმალური ეფექტიანობა შესძინოს მისი და კომისრის მიერ გაწეულ მოქმედებას;
  • ინარჩუნებს და აღრმავებს კავშირებს ეროვნულ მთავრობებთან და სპეციალიზებულ დაწესებულებებთან (მაგალითად, სამთავრობო აგენტების სამსახურები) როგორც წევრ, ასევე დამკვირვებელ ქვეყნებში, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის საკითხებში;
  • ფხიზლად მეთვალყურეობს პოლიტიკის ამა თუ იმ მიდგომასა და მიმდინარე მოვლენებს წევრ და დამკვირვებელ ქვეყნებში, რომელთაც შესაძლოა ზეგავლენა იქონიონ ადამიანის უფლებათა დაცვასა და კანონის უზენაესობაზე და მოუწოდებს ორგანიზაციას, იმოქმედოს სათანადოდ;
  • ავრცელებს ინფორმაციას ევროპის საბჭოს სტანდარტების, მიღწევებისა და საქმიანობის შესახებ გენერალური დირექტორატის კომპეტენციის სფეროებში;
  • ინარჩუნებს და აღრმავებს სამართლებრივ ურთიერთობებს და ამყარებს სათანადო სამუშაო კავშირებს ევროკავშირთან, ორ ორგანიზაციას შორის დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელების საშუალებით;
  • ახორციელებს ევროპის საბჭოსა და ევროკავშირს შორის არსებულ შეთანხმებას ევროკავშირის ძირითად უფლებათა სააგენტოს შესახებ (FRA);
  • განსაზღვრავს და ახორციელებს დახმარების ღონისძიებებს აღებულ ვალდებულებათა აღსრულების გასაადვილებლად წევრი ან კანდიდატი ქვეყნების მიერ, მათ შორის ევროკომისიასთან და სხვა პარტნიორებთან, ისევე როგორც “ადამიანის უფლებათა მინდობილ ფონდთან” ერთად წარმოებული ინიციატივების ფარგლებში;
  • აძლიერებს კავშირებსა და სინერგიას ევროპის საბჭოსა და სხვა ევროპულ, რეგიონულ თუ მსოფლიო მასშტაბის მონაწილეთა მიერ ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის სფეროებში წარმოებულ საქმიანობას შორის, რასაც აღწევს მიზნობრივი კონტაქტისა და კავშირის მეშვეობით გაეროს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა (OECD) და ეუთოს (OSCE) კომპეტენტურ სამსახურებთან და უწყებებთან, ითვალისწინებს რა საგარეო ურთიერთობათა დირექტორატის სპეციფიკურ მოვალეობებს;
  • მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სათანადო პროფესიულ ჯგუფებთან ერთად და მათი მეშვეობით;
  • მისი კომპეტენციის ფარგლებში მოქცეული საკითხების გარშემო ურთიერთობს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და საინფორმაციო ოფისებთან, ითვალისწინებს რა დემოკრატიისა და პოლიტიკურ საქმეთა გენერალური დირექტორატის სპეციფიკურ მოვალეობებს;
  • კომუნიკაციის დირექტორატთან მჭიდრო თანამშრომლობით, მის ყველა საქმიანობაში საჭიროებისამებრ ითვალისწინებს შიდა და გარე კომუნიკაციის მნიშვნელობას.

1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.