კონგრესი

ENTO - სახელმწიფო სამსახურის ევროპული საწვრთნელი ქსელი

ადგილობრივი დემოკრატიის გაუმჯობესება

სახელმწიფო სამსახურის ევროპული საწვრთნელი ქსელი - ENTO გახლავთ ევროპული ქსელი, რომელიც აერთიანებს ევროპის საბჭოს პრაქტიკულად ყველა, 47 წევრი სახელმწიფოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების საწვრთნელ დაწესებულებებს.

თავდაპირველად ევროპის საბჭოს მიერ შექმნილი, ეს ქსელი 1995 წლიდან წარმოადგენს დამოუკიდებელ ასოციაციას, რომელიც ფრიად წარმომადგენლობითია - მათ შორის არიან მრავალწლიანი სამწვრთნელო გამოცდილების მქონე ორგანიზაციები და შედარებით ახლადშექმნილი ინსტიტუტები, რომელთაც თავიანთი საკუთარი სპეციალობა გააჩნიათ. ამგვარი მრავალსახეობიდან საზრდოობს ეს ფართო სპექტრის მქონე ქსელი, რომლის წევრებს მის ფარგლებში შეუძლიათ ერთმანეთს გაუზიარონ იდეები და გახადონ ხელმისაწვდომი თავიანთი გამოცდილება სხვა ადამიანებისა თუ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც იგივე სფეროში საქმიანობენ, თუმცა ცოდნის სხვა საფუძვლები გააჩნიათ.


საჯარო ადმინისტრირების გაუმჯობესება

ქსელი ესწრაფვის უკეთესი ადგილობრივი დემოკრატიის წახალისებას, რაც წარმოადგენს ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების საყრდენ ბურჯს, გასულ წლებში კი ხელი შეუწყო სხვადასხვა ძირეული რეფორმის გატარებას ევროპის საკმაოდ ბევრ სახელმწიფოში, რაც დამოკიდებულია, სხვებს შორის, ყველა დონის სახელმწიფო მოხელეთა და არჩევით წარმომადგენელთა ეფექტიანობაზე.

შესაბამისად, ის მხარს უჭერს როგორც ევროპის საბჭოს, ასევე ევროკავშირის ძალისხმევას, მიმართულს ევროპაში საჯარო ადმინისტრირების გაუმჯობესებისკენ და ასრულებს მისთვის კუთვნილ სამუშაოს ამ ორგანიზაციათა დახმარების პროგრამების ფარგლებში, რომლებიც განკუთვნილია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებისთვის.

ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებაში მომუშავე მაღალუნარიანი კადრების მომზადების გზით, რომელთაც შეეძლებათ კვალიფიციურად, მართლზომიერად და დემოკრატიიულად გაართვან თავი მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, ქსელი ამ ორგანოებს უადვილებს თავიანთი საქმიანობის წარმართვას.


პარტნიორობის გაუმჯოსებება ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოებსა და საწვრთნელ დაწესებულებებს შორის

ამრიგად, პროფესიული დებატებისა და ინფორმაციისა თუ გამოცდილების ურთიერთგაცვლის ხელშეწყობით, ქსელი ხელს უწყობს თანამშრომლობას მის წევრებს შორის, რომლის დროსაც აქცენტს სვამს პრობლემებზე, რომელთაც აწყდებიან ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოები და საწვრთნელი ორგანიზაციები.

გარკვეულ ღონისძიებათა მომზადებისა და განხორციელების მიზნით, ქსელი მის წევრებს სთავაზობს, ისარგებლონ სხვა წევრების თანადგომითა და დახმარებით. პრაქტიკულად, ის იძლევა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დამყარების საშუალებას და ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებისა და სასწავლო დაწესებულებების თანამშრომელთათვის ხელმისაწვდომს ხდის სასწავლო ან ოფიციალურ ვიზიტებსა და კურსებს, სემინარებსა თუ სხვა ღონისძიებებს, რომლებიც ეწყობა ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის პროგრამების ფარგლებში.


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.