საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენცია

სამართლებრივი სტანდარტები არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის

მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია CM/Rec (2007) 14 წევრი სახელმწიფოებისადმი, ევროპაში არასამთავრობო ორგანიზაციათა იურიდიული სტატუსის შესახებ

მე-3 სამიტის მიმდინარეობისას (ვარშავა, 2005 წლის 17 მაისი), ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთა მიერ განსაკუთრებით აღინიშნა არასამთავრობო ორგანიზაციათა როლი, რომლებიც წარმოადგენენ უმთავრეს შემადგენელს სამოქალაქო საზოგადოების მიერ გამოვლენილ ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია დემოკრატიული მთავრობების გამჭვირვალობისა და მათი ანგარიშვალდებულების მიღწევისკენ. ამასთან ერთად, მათ გადაწყვიტეს, გაეზარდათ არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა ევროპის საბჭოს საქმიანობაში.

არასამთავრობო ორგანიზაციათა იურიდიული სტატუსის განმსაზღვრელი სპეციალისტთა ჯგუფის (CJ-S-ONG) თაოსნობით, 2006 წელს გაიმართა ორი შეხვედრა და 10 ოქტომბერს მინისტრთა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ იქნა რეკომენდაცია (2007) 14 ევროპაში არასამთავრობო ორგანიზაციათა იურიდიული სტატუსის შესახებ. სპეციალისტთა ჯგუფის წევრი გახლდათ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენციაც, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა დოკუმენტის ტექსტის შემუშავებაში.

რეკომენდაცია განსაზღვრავს მინიმალურ სტანდარტებს, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია წევრ სახელმწიფოებში არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის, მართვისა და ზოგადად მათი მოღვაწეობისას.

(2007) 14 რეკომენდაციის ბმული
განმარტებითი მემორანდუმის ბმული

ევროპული კონვენცია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა იურიდიულ პირად ცნობის შესახებ (CETS N0 124)

ევროპის საბჭომ ჯერ კიდევ 1951 წელს აღიარა არასამთავრობო ორგანიზაციათა მნიშვნელობა მათ შესაბამის სექტორებში და ორგანიზაციის საქმიანობაში მათ მიერ შეტანილი წვლილი.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც აცნობიერებდა, რომ საჭირო იყო ერთგვარი საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომელიც გააადვილებდა არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობას საერთაშორისო დონეზე, დაავალა საგანგებოდ შერჩეულ ექსპერტთა კომიტეტს (CJ-R-OR) საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა შესახებ, შეემუშავებინა შესაბამისი ინსტრუმენტი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის.

1982 და 1983 წლებში კომიტეტმა გამართა სამი შეხვედრა და სამართლებრივი თანამშრომლობის ევროპულ კომიტეტს (CDCJ) მოსაწონებლად წარმოუდგინა ევროპული კონვენციის პროექტი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა იურიდიულ პირად ცნობის შესახებ. ამ კონვენციის პროექტი მინისტრთა კომიტეტმა მიიღო 1985 წლის 24 ოქტომბერს და ის წევრი სახელმწიფოებისათვის ხელმოსაწერად გაიხსნა 1986 წლის 24 აპრილს სტრასბურგში.

CETS 124 კონვენციის ბმული


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.