ტორბიორნ იაგლანდი
გენერალური მდივანი

დაიბადა 1950 წელს დაოჯახებული, ჰყავს ორი შვილი
პროფესიული კარიერა
თანამდებობები მინისტრთა კაბინეტში
- პრემიერ-მინისტრი (1996-1997)
- საგარეო საქმეთა მინისტრი (2000-2001)
საპარლამენტო თანამდებობები
- ნორვეგიის პარლამენტის (სტორტინგი) პრეზიდენტი (2005-2009)
- პარლამენტის წევრი (1993-2009)
კომიტეტები
- თავდაცვის მუდმივმოქმედი კომიტეტისა და საგარეო საქმეთა გაფართოებული კომიტეტის წევრი (2005-2009)
- საგარეო საქმეთა მუდმივმოქმედი კომიტეტისა და საგარეო საქმეთა გაფართოებული კომიტეტის თავმჯდომარე (2001-2005)
- ევროპის ეკონომიკური სივრცის (EEA) საკონსულტაციო კომიტეტის თავმჯდომარე 2000-2005 წლებში, კომიტეტის წევრი (1994-1996 და ხელმეორედ 1997-2000)
- საგარეო საქმეთა მუდმივმოქმედი კომიტეტისა და საგარეო საქმეთა გაფართოებული კომიტეტის წევრი (1993-1996 და 1997-2000), კომიტეტის თავმჯდომარე ორი თვის მანძილზე 2000 წელს.
ევროპული და ტრანსატლანტიკური საპარლამენტო თანამდებობები
- ევროპულ პარლამენტთან ურთიერთობების ხელშემწყობი ნორვეგიული დელეგაციის თავმჯდომარე (2001-2005)
- ნორვეგიის დელეგაციის წევრი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, 2001-2005, ნორვეგიის დელეგაციის წევრი ჩრდილოეთის საბჭოში (1993-1996 და 1997-2000)
- ნორვეგიის დელეგაციის ხელმძღვანელი ევროპის საბჭოს მეორე სამიტზე (სტრასბურგი, 1997)
- ევროპულ პარლამენტთან ურთიერთობების ხელშემწყობი ნორვეგიული დელეგაციის წევრი (1993-1996 და 1997-2000)
საერთაშორისო პოლიტიკური თანამდებობები
- მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა ოსლოს ცენტრის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე 2006 წლიდან, სოციალისტთა ინტერნაციონალის ახლო აღმოსავლეთის კომიტეტის თავმჯდომარე (2000-2006)
- შარმ-ელ-შეიხის ფაქტების მომკვლევი კომისიის (“მიჩელის კომისია”) წევრი (2000-2001)
- სოციალისტთა ინტერნაციონალის ვიცე პრეზიდენტი (1999-2008)
- საერთაშორისო მმართველთა საბჭოს წევრი 1997 წლიდან, პერესის ცენტრი მშვიდობისათვის
- სოციალისტთა ინტერნაციონალის ფინანსური და ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარე (1987-1992)
ეროვნული პოლიტიკური თანამდებობები
- ნორვეგიის ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე (1992-2002)
- ლეიბორისტული პარტიის პარტიული მდივანი (1987-1992)
- ლეიბორისტული პარტიის პროგრამული კომიტეტის მდივანი (1986-1989)
- ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე 1986 წლიდან
- ლეიბორისტული პარტიის მოქმედი პარტიული მდივანი (1986-87)
- ლეიბორისტული პარტიის განიარაღების კომიტეტის მდივანი 1982 წლიდან
- ნორვეგიის ლეიბორისტული ახალგაზრდული ლიგის თავმჯდომარე (1977-1981)
- ბუსკერუდის მხარის ლეიბორისტული ახალგაზრდული ლიგის თავმჯდომარე (1973-1976) არჩევითი თანამდებობები ადგილობრივ ხელისუფლებაში
- ბუსკერუდის მხარის საბჭოს წევრი (1975-1983)
განათლება
- ხარისხი ეკონომიკურ მეცნიერებაში, ოსლოს უნივერსიტეტი, 1975 წ.
ნაშრომები
- მისი პოლიტიკური კარიერის მანძილზე ბ-ნ იაგლანდს გამოქვეყნებული აქვს არაერთი სტატია, პუბლიკაცია და წიგნი, ნორვეგიასთან დაკავშირებულ თუ საერთაშორისო, განსაკუთრებით ევროპულ საკითხებზე. 1990 წელს მან გამოაქვეყნა წიგნი ''Min Europeiske Drøm'' (“ჩემი ევროპული ოცნება”).


Print
Send 