კონგრესი

საქართველოს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოთა ეროვნული ასოციაცია (NALAG)

ასოციაციის დაფუძნება

2003 წელს, ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის მიერ კონგრესს დაევალა ახალი ერთობლივი ღონისძიების წარმართვა, რაც ხელს შეუწყობდა საქართველოს ადგილობრივი ხელისუფლების ეროვნული ასოციაციის დაარსებას.

ამ მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდა საქართველოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების 20 წარმომადგენლით.

მის შეხვედრებში, დამკვირვებლის სახით სამონაწილეოდ, მიწვეულ იყვნენ სხვადასხვა უწყებებები, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო კანცელარია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტი, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ზოგიერთი ქართული ასოციაცია, რამდენიმე ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია (ურბანული ინსტიტუტი, დემოკრატიის ეროვნული ინსტიტუტი, გერმანიის ტექნიკური დახმარების პროგრამა, ნორვეგიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ეროვნული ასოციაცია) და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია (ევროკავშირი, ეუთო).


ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოთა უკეთესი წარმომადგენლობა ეროვნულ დონეზე ...

  • შექმნილი იმისათვის, რათა ეროვნულ დონეზე დაიცვას საქართველოს ადგილობრივი ხელისუფლების ყველა ორგანოს ინტერესები და წაახალისოს თანამშრომლობის კულტურა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, ასოციაცია ესწრაფვის ადგილობრივი დემოკრატიის გაუმჯობესებას.

ის აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივი თვითმმართველობის ირგვლივ წარმოებულ საკანონმდებლო საქმიანობაში, რითაც უზრუნველყოფს მის წევრთა მოთხოვნებისა და მიზნების გათვალისწინებას ცენტრალურ ხელისუფლებასთან ურთიერთობებში, სხვებს შორის, კანონპროექტებზე კომენტარების შემუშავებისა და საექსპერტო რჩევების მიწოდების გზით, რომლებშიც აისახება სწორედ მათი საჭიროებები და მოთხოვნები.

  • ასოციაცია საქართველოს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს წარმოადგენს ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში. მაგალითად, კონგრესის ქარტიის მე-3 მუხლის შესაბამისად, ის წარმოდგენილია საქართველოს დელეგაციაში ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესში (ეს წარმომადგენლობა შეწყვეტილი იყო 2002-2005 წლებში).

... და საერთაშორისო დონეზე

  • ასოციაცია ხელს უწყობს უკეთეს თანამშრომლობასა და დიალოგს ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის და მოქალაქეებთან, იმისათვის რათა გავრცელება ჰპოვოს წარმატებულმა პრაქტიკულმა მიდგომებმა და განხორციელდეს ადგილობრივი დემოკრატიის სფეროში მომხდარი ექსპერიმენტების შეჯერება.
  • და ბოლოს, ასოციაცია, ცდილობს რა სულ მუდამ დარჩეს რეგიონების სიახლოვეს, მისი სხვადასხვა კომიტეტის, განსაკუთრებით კი სამწვრთნელო კომიტეტის მეშვეობით, მის წევრებს სთავაზობს მომსახურებას და აწვდის რეგულარულ ინფორმაციას.

1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.