სამმხრივი შეხვედრები ევროპის საბჭოს, გაეროსა და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას შორის
1993 წლიდან რეგულარულად იმართება სამმხრივი შეხვედრები ევროპის საბჭოს, გაეროსა და ეუთოს მონაწილეობით, სადაც განიხილება საერთო დაინტერესების აქტუალური საკითხები.
ამგვარი შეხვედრების ორგანიზების საფუძველი შემდეგში მდგომარეობდა: “ამ ორგანიზაციების ცნობიერების ამაღლება ერთმანეთის საქმიანობის შესახებ, იმისათვის რათა გაადვილდეს პრაქტიკული თანამშრომლობა კონფლიქტების პრევენციისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის საქმეში, მოხდეს ინფორმაციის გაცვლა და გაუმჯობესდეს პრაქტიკული თანამშრომლობა ერთმანეთის საექსპერტო ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით”. დროთა განმავლობაში გაფართოვდა განსახილველ საკითხთა და მონაწილეთა სია და დღეს აღნიშნული შეხვედრები წარმოადგენს მასშტაბურ და რეგულარულ ფორუმს სამ დამფუძნებელ ორგანიზაციასა და სხვა, ძირითადად, რეგიონულ/ქვერეგიონულ ორგანიზაციებს შორის კონსულტაციებისათვის.
2000 წლიდან ამ შეხვედრებში რეგულარულად მონაწილეობს ევროპული კომისია.
სასარგებლო ბმულები
- გაეროს ჟენევის ოფისის ვებგვერდი სამმხრივი შეხვედრების შესახებ


Print
Send 