ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრუქტურებთან თანამშრომლობა
ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრუქტურები (სახალხო დამცველთა სამსახურები და ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტები) წამყვანი მონაწილეები არიან ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დაცვისა და განმტკიცების საქმეში.
ამის გამო, ადამიანის უფლებათა კომისარი თანმიმდევრულად ქმნის მათთან ეფექტიანი თანამშრომლობის სისტემას იმ მიზნით, რათა, მისი მანდატის შესაბამისად, დააჩქაროს ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტებისა და ევროპის საბჭოს სხვა ინსტრუმენტების განხორციელება.
კონკრეტული ალიანსი
ყველა მონაწილის დამოუკიდებელი სტატუსის გათვალისწინებით, თანამშრომლობის მიზანია საჭირო ინფორმაციის უწყვეტი გაცვლის დანერგვა, იმისათვის რათა გაუმჯობესდეს ურთიერთქმედება და ერთობლივი მოღვაწეობა და მოხდეს ინფორმაციის გაზიარება წარმატებული პრაქტიკის შესახებ. ამ ქსელის პარტნიორები გახლავთ ეროვნული, რეგიონული, ადგილობრივი თუ თემატური ინსტიტუტები, რომლებიც ეთანხმებიან პარიზის პრინციპებს და იზიარებენ ევროპის საბჭოს ღირებულებებს.
კომისარი ზრუნავს მისი პარტნიორების დამოუკიდებლობაზე, აადვილებს მათ მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში წარმართულ საქმიანობას და მხარს უჭერს მათ გაძლიერებას. იქ, სადაც მსგავსი სტრუქტურები არ არსებობს, კომისარი სთავაზობს მათი დაარსებისთვის საჭირო ტექნიკურ დახმარებას. რეგულარული მრგვალი მაგიდებისა და სპეციალური შეხვედრების მეშვეობით, ის ხელს უწყობს ასევე კონსულტაციების გამართვას ქსელის ფარგლებში.


Print
Send 