წილობრივი შეთანხმება

სოციალური უსაფრთხოება

სოციალური უსაფრთხოების სისტემები სოციალური სოლიდარობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტიტუციური გამოხატულება და მნიშვნელოვანი საშუალებაა ევროპის ხალხთა სათანადო საცხოვრებელი სტანდარტის უზრუნველსაყოფად.

მას შემდეგ, რაც დაარსდა 1949 წელს, ევროპის საბჭო, რომლის მიზანია “მის წევრებს შორის უფრო დიდი ერთობის მიღწევა იმ საერთო იდეალებისა და პრინციპების დაცვისა და ხორცშესხმის მიზნით, რომლებიც მათ საერთო მემკვიდრეობას წარმოადგენს და მათი ეკონომიკური და სოციალური წინსვლის გაადვილება”, დიდ როლს თამაშობს სოციალური უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების დანერგვის თვალსაზრისით ევროპაში და ამ მიზნით აუმჯობესებს სოციალური უსაფრთხოების სფეროში კოორდინირებას მის წევრ სახელმწიფოებს შორის და მეთვალყურეობს სოციალური უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე ცვლილებებს ევროპაში.

სოციალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ევროპის საბჭოს სამართლებრივი ინსტრუმენტები შესაძლოა მიეკუთვნოს სტანდარტების განმსაზღვრელ ან მაკოორდინებელ ზომებს.

სტანდარტების განმსაზღვრელი ინსტრუმენტები სახელმწიფოებისაგან მოითხოვს მათი სოციალური უსაფრთხოების სისტემათა არსობრივ შეცვლას. მათ შესაძლოა დასჭირდეთ სარგებლის ოდენობის ან საკვალიფიკაციო პერიოდის ხანგრძლივობის კორექტირება.

სოციალური უსაფრთხოების ევროპული კოდექსი და მისი ოქმი, ისევე როგორც სოციალური უსაფრთხოების შესწორებული ევროპული კოდექსი განსაზღვრავს სტანდარტებს სოციალური უსაფრთხოების სფეროში, სოციალური უსაფრთხოების დონის მინიმალური ჰარმონიზების საფუძველზე, ადგენს მინიმალურ სტანდარტებს და რთავს ნებას (ან მეტად წაახალისებს) ხელშემკვრელ მხარეებს, გასცდნენ დადგენილ საზღვრებს. სტანდარტების განმსაზღვრელ აღნიშნულ ინსტრუმენტებს შემოაქვს ფუძემდებლური პრინციპები ევროპის სოციალური უსაფრთხოების სისტემად წოდებული სისტემისათვის.

სოციალური უსაფრთხოების კოორდინირება შეეხება მიგრანტებს, ადამიანებს, რომლებიც გადაადგილდებიან სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად თუ სამუშაოდ. მაკოორდინებელი დებულებები უზრუნველყოფს მიგრანტების მიმართ სამართლიან მოპყრობას სოციალური უსაფრთხოების კუთხით. მათი მიზანია, ასევე, ერთი სახელმწიფოდან მეორეში გადაადგილებით გამოწვეულ ზოგიერთ ნაკლოვანებათა აღმოფხვრა, განსაკუთრებით გრძევადიან სარგებლებთან მიმართებაში, როგორიცაა, მაგალითისათვის, ხანდაზმულობის პენსია. მაკოორდინებელი დებულებები არ ავალდებულებს სახელმწიფოებს, უშუალოდ შეცვალონ სოციალური უსაფრთხოების სფეროში თავიანთი კანონმდებლობის არსი. სარგებლის ოდენობა, გადახდის ხანგრძლივობა და საკვალიფიკაციო პერიოდები უცვლელი რჩება.

ექსპერტთა კომიტეტი სოციალური უსაფრთხოების საკითხებში (CS-SS)

სოციალური უსაფრთხოების ვებგვერდი:

http://www.coe.int/t/dg3/socialpolicies/SocialSecurity/default_en.html


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.