საქართველო და ევროპის საბჭო
პოლიტიკური დიალოგი

1999 წლის 27 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, გენერალური მდივნის მოხსენების საფუძველზე, მიმართა მინისტრთა კომიტეტს, რათა მას განეხილა საქართველოს ევროპის საბჭოს მუდმივ წევრად მიწვევის საკითხი.

1999 წლის 23-24 მარტს გამართულ 665-ე შეხვედრაზე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა აღიარა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შეუქცევადი ხასიათი და მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპის საბჭოს 41-ე წევრად მიწვევის თაობაზე.

ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანება მოხდა 1999 წლის 27 აპრილს, საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წესდების რატიფიცირების სიგელის დეპონირებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმოწერის შედეგად.



1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.