ევროპული პრიზები

ადამიანის უფლებათა პრიზი

“ევროპის საბჭო ცნობილია, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის მეთვალყურე ევროპაში. საპარლამენტო ასამბლეამ – ორგანიზაციის “პოლიტიკურმა ძრავამ” – საკუთარი ძალისხმევა მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვასა და ხელშეწყობაზე, რისთვისაც, ამ სფეროში ამკვიდრებს ახალ სტანდარტებს და გმობს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს კონტინენტის მასშტაბით.

წლებთან ერთად, ამ სფეროში საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობა სულ უფრო მომცველი ხდება, ვინაიდან ის აღიარებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების ყოველდღიურ სასიცოცხლო როლს ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხელშეწყობის საქმეში, რომელთაც, ხშირად, მუშაობა უწევთ მეტად რთულ პირობებში, საკუთარი უსაფრთხოებისა და სიცოცხლისთვის უდიდესი რისკის ფასად.

ამდენად, ფრიად ბუნებრივი გახლდათ, რომ 2007 წლის აპრილში, თავისი პირველი ყოვლისმომცველი დებატების დროს, რომელიც შეეხებოდა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობას ევროპაში, საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება, დაეწესებინა ჯილდო ადამიანის უფლებების სფეროში გამორჩეული სამოქალაქო საზოგადოებრივი ქმედებისთვის.


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.