ევროპის საბჭო - 800 მილიონი ევროპელი

გენერალური მდივანი

ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ირჩევს საპარლამენტო ასამბლეა. ის პასუხისმგებელია საბჭოს სამუშაო პროგრამისა და ბიუჯეტის სტრატეგიულ დაგეგმვასა და ხელმძღვანელობაზე, ამასთან, ის თვალყურს ადევნებს ორგანიზაციის ყოველდღიურ მართვას.

გენერალური მდივანი განსაზღვრავს პრიორიტეტებს და ამზადებს ყოველწლიურ სამთავრობათშორისო სამუშაო პროგრამას, რომელსაც იწონებს მინისტრთა კომიტეტი. შედეგად, გენერალური მდივანი, სამდივნოს დახმარებით, პასუხისმგებელია აღნიშნული პროგრამის განხორციელებაზე. სამთავრობათშორისო თანამშრომლობის პროგრამათა კოორდინირება, უპირველესად, ხორციელდება დირექტორატების მიერ, რომლებიც ფარავენ ევროპის საბჭოს საქმიანობის ძირითად სფეროებს

სტრატეგიული სამოქმედო გეგმა

გენერალური მდივნის მიერ განისაზღვრა პრიორიტეტები და სტრატეგია ახალი და ერთიანი ევროპის მშენებლობისთვის, რომელიც ეფუძნება დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებათა დაცვას, ისევე როგორც იმ პრობლემებზე რეაგირებისთვის, რომლებიც წარმოიშობა მშვიდობიანი და სტაბილური ევროპის შენების პროცესში.

უმთავრესი პრიორიტეტებია:

  • მუშაობა წევრ სახელმწიფოებთან, რათა განისაზღვროს საბჭოს როლი და პასუხისმგებლობები და მიენიჭოს მას მკაფიო მანდატი;
  • დემოკრატიული სტანდარტების განმტკიცება და მათი შესრულების უზრუნველყოფა სახელმწიფოთა მიერ;
  • უსაფრთხოებასთან და დანაშაულთან დაკავშირებული საკითხები წევრ სახელმწიფოებში, კერძოდ კორუფცია, ფულის გათეთრება, კიბერდანაშაული, ადამიანებითა და ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა;
  • კონკრეტული პროგრამები ადამიანის უფლებათა, დემოკრატიის, ლტოლვილთა, სოციალური ინტეგრაციის, კულტურისა და გარემოს დაცვით სფეროებში;
  • ახალი ინიციატივები საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში;
  • წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია;
  • რასიზმის, ანტისემიტიზმისა და ისლამოფობიის დაძლევისკენ მიმართული საქმიანობა;
  • თანასწორობისა და თანასწორი მოპყრობის ხელშეწყობა სქესის, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური თუ პოლიტიკური მრწამსის მიუხედავად;
  • სამართლიანი და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა ყველა სახელმწიფოს მიმართ, მათი სიდიდის, სიმდიდრისა თუ გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად;
  • უფრო ქმედითი კონტაქტების დამყარება ევროკავშირთან, გაეროსთან, ეუთოსთან და რეგიონულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
  • საქმიანობათა შედეგების შეფასება ევროპის საბჭოს ეფექტიანობისა და საჯაროობის გაუმჯობესების მიზნით.

სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთა მე-3 სამიტის ორგანიზება და გადაწყვეტილებათა განხორციელება

სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთა მე-3 სამიტისათვის, რომელიც გაიმართა 2005 წლის მაისში ვარშავაში, გენერალური მდივნის თაოსნობით მომზადდა წევრ სახელმწიფოთა სახელმძღვანელოდ განკუთვნილი მასალები. სამიტზე ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოს საქმიანობის უმთავრეს ასპექტებზე და განმტკიცდა მისი, როგორც ძირითადი პარტნიორის პოზიცია 21-ე საუკუნის ევროპის ახალ არქიტექტურაში.

გენერალური მდივანი პასუხისმგებელია სამიტის გადაწყვეტილებათა და სამოქმედო გეგმის ცხოვრებაში გატარებაზე..

ინტერნეტგვერდი

გენერალური მდივნის ვებ გვერდი
http://www.coe.int/T/E/Secretary_General/


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.
© 2009s - ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში.