პროექტის მიზანი პროექტის მიზანი
  • სასამართლო სისტემის რეფორმის სტრატეგიის განხორციელებაში მხარდაჭერა
  • საქართველოში სასამართლო სისტემის უკეთ ფუნქციონირების ხელშეწყობა ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც დადგენილია სასამართლო დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის კუთხით.
პროექტის განხორციელების გზები: პროექტის განხორციელების გზები:
  • სამართლებრივი ექსპერტიზის მიწოდება, ერთობლივი მუშაობა ევროპის საბჭოს საკონსულტაციო და საექსპერტო ორგანოებსა და წევრ სახელმწიფოებთან და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გაზიარება
  • ეროვნული ხელისუფლების ორგანოებთან პარტნიორობა და  მჭიდრო თანამშრომლობა სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რომელთა შორის არიან: დამოუკიდებელი ექსპერტები, ადამიანის უფლებათა დამცველები, საზოგადოებრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციები და აკადემიური წრეები
  • საჭიროებებზე მორგებული მიდგომით ცოდნის გაღრმავება, უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესება
  • განხორციელებულ ცვლილებათა ინსტიტუციონალიზაცია და დამკვიდრება, რაც ქმნის თანამონაწილეობისა და პასუხისმგებლობის განცდას.
რამდენია პროექტის ბიუჯეტი? რამდენია პროექტის ბიუჯეტი?
  • პროექტის სრული ბიუჯეტი შეადგენს 1,550,000 ევროს.
  • ევროპის საბჭოს პროექტი - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ნორვეგიის, სლოვაკეთისა, ლატვიისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით ფინანსდება, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.
პროექტის ხანგრძლივობა პროექტის ხანგრძლივობა
  • პროექტი 2017 წლის 1 აპრილს იწყება და 2019 წლის 30 ნოემბრამდე გრძელდება.
პროექტის აქტივობები პროექტის აქტივობები
  • ექსპერტთა შეფასებები და რეკომენდაციები სასამართლო სისტემის მარეგულირებელ სამართლებრივ და ინსტიტუციურ ჩარჩო დოკუმენტებზე, ასევე, ქვეყნის საჭიროებებზე მორგებული კვლევები და შესაბამისი პუბლიკაციები
  • სამუშაო შეხვედრები, ტრენინგები, კონფერენციები და სასწავლო ვიზიტები;
  • კოლეგებს შორის დიალოგები, კონსულტაციები და მრგვალი მაგიდის შეხვედრები
  • ევროპის საბჭოს ორგანოთა მიერ გამოცემული რეკომენდაციების, დასკვნებისა თუ სხვა რელევანტური დოკუმენტების თარგმნა და გავრცელება
  • აქტივობათა განხორციელება ადამიანის უფლებათა გათვალისწინებით, მათ შორის, გენდერული პრობლემებისა და უმცირესობათა უფლებების ინტეგრირება სასამართლო რეფორმის პროცესში და რეკომენდაცია მათი გათვალისწინების შესახებ.
პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და პერსონალი
  • იუსტიციის სამინისტრო
  • საქართველოს პარლამენტი და მისი იურიდიული კომიტეტი
  • უზენაესი სასამართლო
  • მოსამართლეები და სასამართლოს პერსონალი
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და მისი წევრები
  • სასამართლოს მომხმარებლები.
დამატებითი ინფორმაცია დამატებითი ინფორმაცია
ვინ არის პასუხისმგებელი პროექტზე? ვინ არის პასუხისმგებელი პროექტზე?

პროექტს ახორციელებს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დირექტორატი. კერძოდ, მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის სასამართლო რეფორმის სამმართველო, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისთან ერთად.

პროექტის უფროსი ოფიცერი
 სოფიო წაქაძე

პროექტის კოორდინატორი
 ოქსანა გუტუ