Back ტენდერი ადგილობრივი კონსულტანტებისათვის

ტენდერი ადგილობრივი კონსულტანტებისათვის

ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტი „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“, რომელიც თანადაფინანსებულია პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის (PGG II) ფარგლებში, აცხადებს ტენდერს ადგილობრივი კონსულტანტებისათვის.

კონსულტანტის საქმიანობა მოიცავს ადვოკატთა ასოციაციის ადაპტაციის პროგრამის შეფასებას. აღნიშნული პროგრამა ადვოკატთა ასოციაციამ დანერგა 2018 წლიდან და მიზნად ისახავს მომავალი ადვოკატების მომზადებას პროფესიაში შესასვლელად. ტენდერის შედეგად შერჩეულ კონსულტანტს დაევალება პროგრამის ეფექტიანობის შეფასება, ხარვეზების გამოვლენა და რეკომენდაციების გაცემა. საქმიანობის შესახებ უფრო დაწვრილებით ინფორმაციას და ტენდერის პირობებს გაეცნობით შესაბამის ტენდერის დოკუმენტსა და კონტრაქტში.

დაინტერესებულ კომპანიებსა და პირებს გიწვევთ ტენდერში მონაწილეობისთვის. გთხოვთ, მოთხოვნილი დოკუმენტები წარმოადგინოთ ელექტრონულად, 21 დეკემბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: [email protected]

Tender file

Act of Engagement

8 დეკემბერი 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page