Back სატენდერო განაცხადი ადგილობრივი კონსულტანტებისთვის - ექსპერტთა ჯგუფი მართლმსაჯულების რეფორმის პროექტისთვის

სატენდერო განაცხადი ადგილობრივი კონსულტანტებისთვის - ექსპერტთა ჯგუფი მართლმსაჯულების რეფორმის პროექტისთვის

ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს თანადაფინანსებული პროექტი „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“, პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის (PGG II) ფარგლებში, აცხადებს ტენდერს ადგილობრივი კონსულტანტებისათვის. ტენდერის მიზანია, ადგილობრივ კონსულტანტთა ბაზის შექმნა, რომლებიც პროექტს საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევენ საჭიროების შემთხვევაში. ტენდერი ცხადდება 3 მიმართულებით:

- LOT 1: მართლმსაჯულების ეფექტიანობა და ხარისხი

- LOT 2: ექსპერტიზა და საკონსულტაციო მომსახურება კომუნიკაციის საკითხებში

- LOT 3: საკონსულტაციო მომსახურება რბილი უნარების განვითარების მიმართულებით

მოსალოდნელი სამუშაოს აღწერილობა და კონსულტანტის სავარაუდო საქმიანობის სფეროები, ასევე ტენდერში მონაწილეობის პირობები და შერჩევის შემთხვევაში დაკონტრაქტების პროცედურა, უფრო დეტალურად მოცემულია თანდართულ ტენდერის ფაილსა და კონტრაქტში. გთხოვთ, შესაბამისი დოკუმენტაცია ტენდერში მონაწილეობისათვის წარმოადგინოთ ელექტრონული ფოსტით, შემდეგ მისამართზე: [email protected]     საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 7 თებერვალი

Act of Engagement

Tender File

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page