Latest News

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროპის საბჭოს ვებსაიტზე

თბილისის ოფისში 16 ადამიანი მუშაობს, რომელთა უმრავლესობა თანამშრომლობის სხვადასხვა პროგრამებშია ჩართული. ამ პროგრამების მიზანია საქართველოს მხარდაჭერა ევროპის საბჭოს სტანდარტების შესრულებაში ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით.

1999 წელს საქართველო ევროპის საბჭოს 41-ე წევრი სახელმწიფო გახდა. ეს ისტორიული ნაბიჯი ყველას განსაკუთრებულად დაამახსოვრა მაშინდელი პრემიერ მინისტრის, ბატონი ზურაბ ჟვანიას მიერ ქართველი ხალხის სახელით წარმოთქმულმა სიტყვებმა: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“.>>>