პროექტი „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“, საარჩევნო მხარდაჭერის წინა პროექტების მსგავსად წარმოადგენს საქართველოსათვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ნაწილს (2020-2023). სამოქმედო გეგმა არის სტრატეგიულ-პროგრამული ინსტრუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს კანონმდებლობის, ინსტიტუტებისა და პრაქტიკის ევროპულ სტანდარტებთან შემდგომ დაახლოებას: კერძოდ, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის სფეროებში. პროექტის განხორციელების პერიოდში საქართველო მნიშვნელოვან საარჩევნო ციკლს გადის, მოახლოებულია საპარლამენტო არჩევნები, მოგვიანებით - ადგილობრივი არჩევნები. ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეინარჩუნოს, მიღწეული პროგრესი საარჩევნო პროცესის ხარისხის, საანდოობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საკითხების გაუმჯობესების კუთხით ხელშესახები ნაბიჯები გადაიდგა, არსებობს ხარვეზები, რომელთა აღმოსაფხვრელად მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

პროექტის ზოგადი მიზანს წარმოადგენს საქართველოში საარჩევნო პროცესების გაუმჯობესების ხელშეწყობა, ევროპული და საერთაშორისო სტანდარტებისა და არსებული კარგი პრაქტიკის დანერგვა.

პროექტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
  • დიალოგის ეფექტიანი პლატფორმების ხელშეწყობა და არჩევნებში მონაწილე მხარეებისათვის მოსაზრებებისა და რეკომენდაციების შეთავაზება, ექსპერტიზის მიწოდება საკანონმდებლო რეფორმის, საარჩევნო პრაქტიკის და მათი ეფექტიანი განხორციელების შესაძლო გზების თაობაზე;
  • საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ადმინისტრაციული, ოპერაციული და მენეჯერული შესაძლებლობების გაძლიერება;
  • საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების დეპარტამენტის ადმინისტრაციული, ოპერაციული და მენეჯერული შესაძლებლობების გაძლიერება;
  • გენდერული თანასწორობისა და ქალების პოლიტიკაში მონაწილეობის ხელშეწყობა, საარჩევნო უფლებების  განხორციელების თაობაზე მოწყვლად ჯგუფებსა და ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში კარგი პრაქტიკის დანერგვის მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესების  სანდოობის ხარისხის ამაღლებას.
პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები
პროექტის ხანგრძლივობა

პროექტი მიმდინარეობს 2020 წლის 1 იანვრიდან, 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

საკონტაქტო ინფორმაცია

მაია ჯორჯიკია, პროექტის უფროსი ოფიცერი

ვიქტორია კოპლატაძე, პროექტის თანაშემწე


 

გამოგვყევით

  

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge