Back პოლიტიკოსმა ქალებმა პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდისათვის არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი ინსტრუმენტები განიხილეს

პოლიტიკოსმა ქალებმა პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდისათვის არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი ინსტრუმენტები განიხილეს

2023 წლის 12-13 დეკემბერს გაიმართა სამუშაო შეხვედრა აჭარის რეგიონის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ქალ წარმომადგენელთა მონაწილეობით. სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა ქალთა გაძლიერებას იმ ცოდნითა და უნარებით, რაც აუცილებელია პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა ზეგავლენის გაზრდისათვის, განსაკუთრებით - 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.

ქალმა პოლიტიკოსებმა ძირითადი პოლიტიკური ჯგუფებიდან, მათ შორის,  პარტიებიდან: „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი“, „ლელო“, „საქართველოსათვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ასევე ქალმა საჯარო თანამდებობის პირებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან, ადგილობრივი გენდერული საბჭოებისა და  ქალთა ორგანიზაციებიდან აქტიური მონაწილეობა მიიღეს გამართულ დისკუსიაში.

მონაწილეებმა განიხილეს ევროპის საბჭოს სამართლებრივი და პოლიტიკური ინსტრუმენტების ძირითადი პრინციპები, მათ შორის, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა და მამაკაცთა დაბალანსებული მონაწილეობის შესახებ. სხვა საკითხებთან ერთად ქალმა პოლიტიკოსებმა განიხილეს გენდერული თანასწორობისა და ინტერსექციული პერსპექტივების მხარდამჭერი ზომები და კარგი პრაქტიკა, გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების  გენდერულად მგრძნობიარე ფუნქციონირება, გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა და გენდერულად მგრძნობიარე სამუშაო გარემოს ხელშეწყობა, დისკრიმინაციის მრავალჯერადი და ინტერსექციული ფორმები, კულტურული სტერეოტიპები, თანაბარი ძალაუფლება და ზეგავლენა პოლიტიკური დღის წესრიგისა და პრიორიტეტების ფორმულირებისას, ქალი პოლიტიკოსების მიმართ შესაძლო ძალადობის ტიპები, მათი პრევენციისა და დაცვის მექანიზმები, მათ შორის, შიდაპარტიული მექანიზმები. 

ძირითადი აქცენტი ასევე გაკეთდა ეროვნულ საკანონმდებლო ბაზაში განხორციელებულ უახლეს ცვლილებებზე. მონაწილეებმა მიმოიხილეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისა და ქვეყნის მასშტაბით ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების  გამართვასთან დაკავშირებული საკითხები, ქალთა პოლიტიკური ჩართულობის სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები, პოლიტიკური ფაქტორები და შიდა პარტიული დემოკრატია.

სამუშაო შეხვედრა აღმოჩნდა ეფექტიანი პლატფორმა პოლიტიკური პარტიების ქალ წარმომადგენელთა და პარტიულ ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენელთა შორის დიალოგის წარმართვისა და შემდგომი თანამშრომლობის წახალისებისათვის.

სამუშაო შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს პროექტის  „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში.

ბათუმი, საქართველო 12-13 დეკემბერი, 2023 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge