Back შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული და სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებთან განვიხილავთ ევროპული კონვენციის მე -3 მუხლს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული და სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებთან განვიხილავთ ევროპული კონვენციის მე -3 მუხლს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ტერიტორიული და სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელმა პირებმა გაიარეს ტრენინგის კურსი, რომელიც მოიცავდა პოლიციის თანამშრომლების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს. სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე განხილული იყო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის განსაზღვრა და პრევენცია, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებები, მე-3 მუხლის კავშირი კონვენციის სხვა მუხლებთან და სახელმწიფოს ვალდებულება დაიცვას ძალის გამოყენების და ეფექტიანი გამოძიების შესახებ არსებული საერთაშორისო სტანდარტები.

ღონისძიება გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის - „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა” - ფარგლებში, რომლის მიზანია დაკავებულ პირთა უფლებების დაცვა, არასრულწლოვან  მსხვერპლ/დამნაშავეთა მხარდაჭერა, არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა, პოლიციის მიერ ჩადენილი არამართლზომიერი ქმედებებისა და  სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გასაჩივრების მექანიზმების  გაუმჯობესება.

29 - 30 მაისი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
პროექტის აღწერილობა

ევროპის საბჭოს პროექტის „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა (JADES) მიზანია:

  • დაკავებულ პირთა უფლებების უკეთ დაცვა და მათდამი მოპყრობის გაუმჯობესება;  
  • არასრულწლოვან დამნაშავეთა და არასრულწლოვან მსხვერპლთა რეაბილიტაცია და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის მხარდაჭერა;
  • პოლიციის მიერ ჩადენილი არამართლზომიერი ქმედებების გასაჩივრების უკეთესი მექანიზმების შემუშავებაში დახმარება;  
  • სავარაუდო არასათანადო მოპყრობის სათანადო გამოძიების მხარდაჭერა.  
რა?

პროექტი მიზნად ისახავს:

  • დროებითი მოთავსების დაწესებულებებში დაკავებულთა უკეთესი მართვის ხელშეწყობას  ევროპული სტანდარტების შესაბამისად;
  • პოლიციელებისა და გამომძიებლების სათანადოდ მომზადებას არასრულწლოვან მსხვერპლებთან და დამნაშავეებთან სამუშაოდ;
  • ეროვნული მონიტორინგის ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების მზაობას პოლიციისა და საგამოძიებო ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგში მონაწილეობის მისაღებად.
ბიუჯეტი

პროექტის ბიუჯეტია 600 000 ევრო

როგორ?

პროექტის განსახორციელებლად ევროპის საბჭო იყენებს სხვადასხვა მხარდამჭერ ღონისძიებებს, როგორებიცაა:

  • შესაბამისი კანონმდებლობის გადასინჯვა;
  • ექსპერტთა შეფასებების და სხვადასხვა დოკუმენტების წარმოდგენა;
  • პოლიტიკის დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება;
  • ტრენინგი, გამოცდილების გაცვლის აქტივობები და სხვა სასწავლო შესაძლებლობები;
  • ცნობიერების ამაღლების კამპანიები.
პროექტის ხანგრძლივობა

პროექტი ხორციელდება 2019 წლის ივლისიდან 2021 წლის ივნისის ჩათვლით

საკონტაქტო პირები

ეთერ ყამარაული, პროექტის უფროსი ოფიცერი

ნინო ლაფაჩი, პროექტის ასისტენტი