Back საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის თანამშრომლებისთვის და გამომძიებლებისთვის შემუშავდა სახელმძღვანელო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ფსიქოლოგიურ და სამართლებრივ ასპექტებზე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  პოლიციის თანამშრომლებისთვის და გამომძიებლებისთვის შემუშავდა სახელმძღვანელო  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების  ფსიქოლოგიურ და სამართლებრივ ასპექტებზე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შესახებ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა.

სახელმძღვანელო ემსახურება გამოძიების  პროცესში მსხვერპლი და დამნაშავე არასრულწლოვანი პირების მიმართ მოპყრობის გაუმჯობესებას.

სახელმძღვანელო აღწერს მსხვერპლი და დამნაშავე არასრულწლოვანი პირების ფსიქოლოგიურ მახასიათებლებს და განსაკუთრებულ საჭიროებებს, ასევე არასრულწლოვანი პირების მიმართ გატარებული საგამოძიებო ტექნიკის სამართლებრივ ასპექტებს.

სახელმძღვანელო შექმნილია არასრულწლოვან პირებთან მუშაობის უფლებამოსილების მქონე პოლიციელებისა და გამომძიებლებისთვის.

ღონისძიება გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის - „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა” - ფარგლებში, რომლის მიზანია დაკავებულ პირთა უფლებების დაცვა, არასრულწლოვან  მსხვერპლ/დამნაშავეთა მხარდაჭერა, არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა, პოლიციის მიერ ჩადენილი არამართლზომიერი ქმედებებისა და  სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გასაჩივრების მექანიზმების  გაუმჯობესება.

 ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გასაუმჯობესებლად!

9 June 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
პროექტის აღწერილობა

ევროპის საბჭოს პროექტის „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა (JADES) მიზანია:

  • დაკავებულ პირთა უფლებების უკეთ დაცვა და მათდამი მოპყრობის გაუმჯობესება;  
  • არასრულწლოვან დამნაშავეთა და არასრულწლოვან მსხვერპლთა რეაბილიტაცია და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის მხარდაჭერა;
  • პოლიციის მიერ ჩადენილი არამართლზომიერი ქმედებების გასაჩივრების უკეთესი მექანიზმების შემუშავებაში დახმარება;  
  • სავარაუდო არასათანადო მოპყრობის სათანადო გამოძიების მხარდაჭერა.  
რა?

პროექტი მიზნად ისახავს:

  • დროებითი მოთავსების დაწესებულებებში დაკავებულთა უკეთესი მართვის ხელშეწყობას  ევროპული სტანდარტების შესაბამისად;
  • პოლიციელებისა და გამომძიებლების სათანადოდ მომზადებას არასრულწლოვან მსხვერპლებთან და დამნაშავეებთან სამუშაოდ;
  • ეროვნული მონიტორინგის ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების მზაობას პოლიციისა და საგამოძიებო ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგში მონაწილეობის მისაღებად.
ბიუჯეტი

პროექტის ბიუჯეტია 600 000 ევრო

როგორ?

პროექტის განსახორციელებლად ევროპის საბჭო იყენებს სხვადასხვა მხარდამჭერ ღონისძიებებს, როგორებიცაა:

  • შესაბამისი კანონმდებლობის გადასინჯვა;
  • ექსპერტთა შეფასებების და სხვადასხვა დოკუმენტების წარმოდგენა;
  • პოლიტიკის დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება;
  • ტრენინგი, გამოცდილების გაცვლის აქტივობები და სხვა სასწავლო შესაძლებლობები;
  • ცნობიერების ამაღლების კამპანიები.
პროექტის ხანგრძლივობა

პროექტი ხორციელდება 2019 წლის ივლისიდან 2021 წლის ივნისის ჩათვლით

საკონტაქტო პირები

ეთერ ყამარაული, პროექტის უფროსი ოფიცერი

ნინო ლაფაჩი, პროექტის ასისტენტი