Back საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროებითი მოთავსების იზოლატორების სამედიცინო პერსონალის ტრენინგი ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროებითი მოთავსების იზოლატორების სამედიცინო პერსონალის ტრენინგი  ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროებითი მოთავსების იზოლატორების ექიმებმა გაიარეს ტრენინგის კურსი, რომელიც მიზნად ისახავდა ცნობიერების ამაღლებას ისეთ თემებზე როგორიცაა: ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდება და დაზარალებულებთან გასაუბრების დროს მაღალი სტანდარტების გამოყენება.

სამდღიანი ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა აიმაღლეს ცოდნა  წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT)  მიერ დადგენილი სტანდარტების თაობაზე. განხილეს შემდეგი თემები: სამედიცინო სერვისების მიწოდება დახურულ სამედიცინო დაწესებულებებში,   დროებითი მოთავსების იზოლატორებში მომუშავე სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობა და საქართველოს კანონი ,,ფსიქიატრიული  დახმარების შესახებ’’.

ღონისძიება გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის - „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა” - ფარგლებში, რომლის მიზანია დაკავებულ პირთა უფლებების დაცვა, არასრულწლოვან  მსხვერპლ/დამნაშავეთა მხარდაჭერა, არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა, პოლიციის მიერ ჩადენილი არამართლზომიერი ქმედებებისა და  სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გასაჩივრების მექანიზმების  გაუმჯობესება.

 ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გასაუმჯობესებლად!

1-3 და 4-6 ივნისი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
პროექტის აღწერილობა

ევროპის საბჭოს პროექტის „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა (JADES) მიზანია:

  • დაკავებულ პირთა უფლებების უკეთ დაცვა და მათდამი მოპყრობის გაუმჯობესება;  
  • არასრულწლოვან დამნაშავეთა და არასრულწლოვან მსხვერპლთა რეაბილიტაცია და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის მხარდაჭერა;
  • პოლიციის მიერ ჩადენილი არამართლზომიერი ქმედებების გასაჩივრების უკეთესი მექანიზმების შემუშავებაში დახმარება;  
  • სავარაუდო არასათანადო მოპყრობის სათანადო გამოძიების მხარდაჭერა.  
რა?

პროექტი მიზნად ისახავს:

  • დროებითი მოთავსების დაწესებულებებში დაკავებულთა უკეთესი მართვის ხელშეწყობას  ევროპული სტანდარტების შესაბამისად;
  • პოლიციელებისა და გამომძიებლების სათანადოდ მომზადებას არასრულწლოვან მსხვერპლებთან და დამნაშავეებთან სამუშაოდ;
  • ეროვნული მონიტორინგის ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების მზაობას პოლიციისა და საგამოძიებო ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგში მონაწილეობის მისაღებად.
ბიუჯეტი

პროექტის ბიუჯეტია 600 000 ევრო

როგორ?

პროექტის განსახორციელებლად ევროპის საბჭო იყენებს სხვადასხვა მხარდამჭერ ღონისძიებებს, როგორებიცაა:

  • შესაბამისი კანონმდებლობის გადასინჯვა;
  • ექსპერტთა შეფასებების და სხვადასხვა დოკუმენტების წარმოდგენა;
  • პოლიტიკის დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება;
  • ტრენინგი, გამოცდილების გაცვლის აქტივობები და სხვა სასწავლო შესაძლებლობები;
  • ცნობიერების ამაღლების კამპანიები.
პროექტის ხანგრძლივობა

პროექტი ხორციელდება 2019 წლის ივლისიდან 2021 წლის ივნისის ჩათვლით

საკონტაქტო პირები

ეთერ ყამარაული, პროექტის უფროსი ოფიცერი

ნინო ლაფაჩი, პროექტის ასისტენტი