საქართველოს ოფისის სიახლეები
ევროპის საბჭოს სიახლეები

Back საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე გზაჯვარედინზე იმყოფება, აცხადებენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლები

4 აპრილი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
  • Imprimer en PDF
საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე გზაჯვარედინზე იმყოფება, აცხადებენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლები

„საქართველო იმყოფება გზაჯვარედინზე ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე“, - განაცხადეს საქართველოს მონიტორინგის საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE - ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის) და ედიტ ესტრელა (პორტუგალია, SOC - სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების ჯგუფი), საქართველოში მათი სამდღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ (2023 წლის 27-29 მარტი).

„საქართველო ევროპული ქვეყანაა. ევროპის საბჭოში გაწევრიანების შემდეგ მრავალი რეფორმა განხორციელდა და მნიშვნელვანი წინსვლა განხორციელდა“ - აცხადებენ ისინი. „საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივის ამ მნიშვნელოვან მომენტში ჩანს, რომ რეფორმები შენელდა“.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ ძალას, დაძლიონ უკიდურესი მტრობა და პოლარიზაცია, გვერდზე გადადონ ვიწრო პარტიული ინტერესები და ერთობლივად იმუშაონ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, იმისათვის, რომ ევროკავშირის სტატუსის მიღებისთვის საჭირო რეფორმები და ევროკომისიის 12 პრიორიტეტული მიმართულება განახორციელონ“- აღნიშნეს თანამომხსენებლებმა და დასძინეს, რომ ეს მიმართულებები დიდწილად ემთხვევა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციაში დასახულ პრიორიტეტებს.

ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით, თანამომხსენებლებმა - მიუხედავად იმისა, რომ ისინი კომენტარს არ აკეთებენ მისი საქმის იურიდიულ ასპექტებზე - შეშფოთება გამოთქვეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო არსებული უთანხმოების თაობაზე. მათ მოუწოდეს ხელისუფლებას და ყოფილი პრეზიდენტის ოჯახს, რომ უზრუნველყონ უცხოელი ექიმების წვდომა პაციენტზე. „მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეპოლიტიზაცია და უზრუნველყოფილი იყოს, რომ ყველა დაინტერესებული მხარე ეყრდნობოდეს ნეიტრალურ, სარწმუნო და სანდო ინფორმაციას“, - აცხადებენ ისინი.

 

სრული განცხადება

ვიზიტის ანონსი

 

თბილისის ოფისში 50 ადამიანი მუშაობს, რომელთა უმრავლესობა თანამშრომლობის სხვადასხვა პროექტებშია ჩართული. ამ პროგრამების მიზანია საქართველოს მხარდაჭერა ევროპის საბჭოს სტანდარტების შესრულებაში ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით.

ევროპის საბჭო წარმოადგენს ადამიანის უფლებათა წამყვან ორგანიზაციას ევროპის კონტინენტზე. ის აერთიანებს 46 წევრ სახელმწიფოს, რომელთა შორის 27 ევროკავშირის წევრია. ჩვენს ყველა წევრ ქვეყანას ხელმოწერილი აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომელიც ევროპაში ადამიანის უფლებების დაცვის ქვაკუთხედი გახლავთ. 

პროექტები საქართველოში