საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება

პროექტი 2016 წლის ნოემბერში დაიწყო და მისი მიზნებია:
- იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება იმისთვის, რომ სკოლამ შეძლოს მაღალი ხარისხის ტრენინგების ჩატარება მოსამართლეების და სასამართლოს თანამშრომლებისთვის;
- სასწავლო პროგრამის განახლება, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს No(2003)4 რეკომენდაციის მიზნებთან;
- სამოსამართლო კანდიდატების საწყისი სწავლების დროს სტაჟირების პროგრამის სტრუქტურის და დიზაინის დახვეწა და მისი დანერგვის გაუმჯობესება.
მთავარი პარტნიორია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლა.
პროექტი დამატებით თანამშრომლობს მართლმსაჯულების სფეროში მოღვაწე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და დონორ ორგანიზაციებთან.

ოფისი საქართველოში
ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო
+99532 2913870/ 71/ 72