Back იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტის დახურვის ცერემონია

იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტის დახურვის ცერემონია

2018 წლის 23 იანვარს, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით გაიმართა „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების“ პროექტის დახურვის ცერემონია.  

ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღლესი სკოლის მენეჯმენტი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, მთავრობის, დონორი ქვეყნის საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციის    და მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე წამყვანი არასამთავრობო ორაგნიზაციების წარმომადგენლები. პროექტის დახურვას ასევე ესწრებოდა ევროპის საბჭოს სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი, საიმონ ტონელი.

მონაწილეებმა განიხილეს პროექტის შედეგები და მათი მდგრადობა, მათ ასევე იმსჯელეს სკოლის შემდგომი რეფორმის მნიშვნელობაზე და მოსამართლეების უწყვეტ სწავლებაზე. ღონისძიებაზე ასვე მოხდა სერტიფიკატების გადაცემა იმ მოსამართლე და არამოსამართლე ტრენერებისთვის, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სკოლისთვის ახალი მოდულების შემუშავებაში.

ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს პროექტის „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ბულგარეთის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის, სლოვაკეთის, ლიტვის და შვედეთის მიერ განხორციელებული შემოწირულობებით, საქართველო-ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ქვეშ.

23 იანვარი 2018
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page