Back საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტი- წარმატებით შემუშავებული სასწავლო მოდულები

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტი- წარმატებით შემუშავებული სასწავლო მოდულები

2017 წლის ნოემბერ-დეკემბერში იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტმა სკოლის ტრენერებთან ერთად წარმატებით დაასრულა რამოდენიმე საპილოტე ტრეინინგზე მუშაობა. ტრენინგებმა დაფარა ოთხი მიმართულება: საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, ადამიანებით ვაჭრობა, ეფექტური კომუნიკაცია და ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა. აღნიშნული ტრენინგები იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლისთვის სასწავლო მოდულების განვითარების ბოლო ეტაპი.  

საპილოტე ტრენინგებმა ტრენერებს საშუალება მისცა გაეღრმავებინათ მათი ცოდნა და უნარები. როგორც ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ტრენინგის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა „აღნიშნულ მოდულზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნა იქნება, რადგან საგრძნობლად გაიზარდა ოჯახში ძალადობის შემთხვევები და შესამაბისად ამ მიმართულებით სასამართლოში შემოსული საქმეების რიცხვიც“.  

პროექტის მიმდინარეობისას მოსამართლეებისთვის და სასამართლო მოხელეებისთვის  საერთო ჯამში შემუშავდა 9 სასწავლო მოდული. შედეგად, აღნიშნული მოდულები შევა იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურიკულუმში და ხელმისაწვდომი იქნება მოსამართლეებისთვის და სასამართლოს თანამშრომლებისთვის.

აღნიშნული მოდულები მომზადდა ევროპის საბჭოს პროექტის „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ბულგარეთის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის, სლოვაკეთის, ლიტვის და შვედეთის მიერ განხორციელებული შემოწირულობებით, საქართველო-ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ქვეშ. ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მოდული მომზადდა გაეროს ქალთა ფონდთან თანამშრომლობით.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page